შოუბიზნესი ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შვილთან ერთად ლოს-ანჯელესში 2017, 24 ოქტომბერი, 10:24
მომავალ კვირას ჰელოუინია. ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი უკვე ემზადებიან დღესასწაულისთვის. პაპარაცებმა ისინი ფერმერების ბაზრობაზე Underwood Family Farms-ზე დააფიქსირეს, სადაც წყვილი ჰელოუინის სიმბოლოს, გოგრას არჩევდა.
მშობლებთან ერთად იყო მათი 6 თვის ქალიშვილი - Lea de Seine.
42 წლის მსახიობმა ბრედლი კუპერმა მშვენივრად მოირგო მზრუნველი მამის როლი. ის აქტიურადაა ჩართული ქალიშვილის აღზრდაში. პაპარაცები მათ ხშირად აფიქსირებენ ერთად. ირინა შეიკი კი როგორც ყოველთვის შეუდარებელია. დედობამ უფრო გაალამაზა და დაამშვენა. 39 3-ს მოსწონს
|