სხვა გიზას დიდი პირამიდის საიდუმლოებანი 2017, 23 ოქტომბერი, 23:53 უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული პირამიდა არსებობს. თითქმის 4000 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო-მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს და დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება. იგი ნილოსის ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, რომელიც უფრო ბერძნული სახელით-ხეოფსითაა ცნობილი.
![]() ![]() -იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი ორჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე. -ნაპოლეონმა გამოითვალა, რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრანგეთის გარშემო სამი მეტრისა და ოცდაათი სანტიმეტრის სისქის გალავნის ასაგებად. -პირამიდის ზედაპირს თეთრი კირქვით ფარავდნენ, რომელიც კაიროს აღმოსავლეთით მდებარე მთებიდან მოჰქონდათ. კირქვის საფარისაგან თითქმის არაფერია დარჩენილი. -არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ პირამიდის წვერს თავდაპირველად ოქროს ფირფიტა ამშვენებდა, რაც თვალის მომჭრელი სანახაობა იქნებოდა. ![]() ![]() 1823 11-ს მოსწონს
|