x
მეტი
  • 19.11.2024
  • სტატია:138336
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512016
32 წლის პედაგოგ ქალს 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება 14 წლის მოსწავლესთან ინტიმური ურთიერთობის გამო

image 32 წლის პედაგოგი კალიფორნიის შტატიდან, სამანტა ჩიოტა ბრალდებულია საკუთარი სკოლის 14 წლის მოზარდის გარყვნაში და მასთან სექსუალურ ურთიერთობაში. მათი ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოზარდმა "Snapchat"–ში განათავსა ვიდეო, სადაც 14 წლის მოზარდის წინ პედაგოგი ტრუსისამარა დადის ოთახში და კამერის წინ სვამს ალკოჰოლურ სასმელს.
მოზარდის ერთერთმა კლასელმა ვიდეოს ნახვის მერე საკუთარ მშობლებს ანახა აღნიშნული ვიდეო, მოზარდის მშობლებმაც დაუყოვნებლივ მიმართეს ბავშვთა დაცვის სამსახურს. მოსწავლეების გამოკითხვით დადასტურდა, რომ ბევრმა იცოდა მათი კლასელისა და პედაგოგის სექსუალური ურთიერთობების შესახებ. ბავშვთა დაცვის სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია გადასცა პოლიციის დეპარტამენტს, რადგან ასევე გაჩნდა ალბათობა იმისა, რომ სამანტას აღნიშნული მოზარდის გარდა სხვა მოზარდებთანაც ჰქონდა ინტიმური კავშირი.
გამოძიების ინფორმაციით, მასწავლებელმა 2015 წლიდან გამოავლინა დაინტერესება მოზარდის მიმართ. მოზარდს დედა გარდაეცვალა, ხოლო მამა იმყოფებოდა ციხეში, ბავშვზე მეურვეობა კი მისმა ნათესავმა აიღო თავის თავზე. პედაგოგის მზრუნველობა მოზარდის მიმართ აღიქვეს, როგორც მზრუნველობას მოკლებულ მოზარდზე ზრუნვა. მეურვე ხშირად ხედავდა მოზარდთან სამანტას, მაგრამ მის დამოკიდებულებაში მოზარდთან მიმართებაში საეჭვო არაფერი დაუნახავს.
სამანტას სახლის გაჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა ჩანაწერი, სადაც სამანტა წერს მეუღლეს მომხდარის შესახებ და ბოდიშს უხდის მას ღალატის გამო, თუმცა წერილის მეუღლისათვის გადაცემა ვერ მოასწრო. სამანტას დაკავებისთანავე მისმა მეუღლემ განცხადება შეიტანა განქორწინებაზე და საკუთარ თავზე აიღო ორივე შვილზე მეურვეობა სასამართლოს განჩინებით.
სამანტა გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, მაგრამ თუ მას დაუმტკიცდა აღნიშნული ქმედება მას ემუქრება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო გაიმართება 26 ოქტომბერს.
imageimageimage



6
920
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
920
  
2018, 26 მაისი, 19:46
რა ფსიქოლოგიური ეფექტი, რეებს ბოდავ? არ ჯობია ბიჭმა მაშინ გასინჯოს ქალი როცა ჰორმონებისგან უკვე ჭკუა ეკეტება? ვიდრე უსექსობისგან მართლა ჭკუისგან შეიშალოს?
2017, 11 დეკემბერი, 13:24
გეთანხმები ეთიკურად არაა გამართლებული, მაგრამ ამხელა სასჯელი მაინც მეტისმეტად დიდია.
2017, 11 დეკემბერი, 9:50
აქ მატო არასრულწლოვანთან სექსის გამო კი არ აძლევენ ოც წელს, არამედ მოსწავლეთან როგორც მასწავლებელს, რადან მასწავლებლის მოვალეობა არაა მოსაწავლესთან ჟიმაობა, პლიუს ამას აქ იკვეთება მეორე გარემოება, რომ ეს პროფესია მას სპეციალურად აერჩია თავისი ფანტაზეიბის გასახორციელებლად და არა იმის სასწავლებლად რაც მას ევალება. აღარ ვამბობ ფსიქოლოგიურ ეფექტზე და ზოგადად გარემოზე, რაც რეალურად ცუდად აისახება სხვებზე. შეიძლება 20 წელი საკამათოა მარა კაი ბლომად რომ უნდა მიარჭონ ნებისმიერ პონტში ეს იასნია
2017, 15 ნოემბერი, 17:51
ჩვენთან საქართველოში მთვრალი მძღოლი ფეხით მოსიარულეებს ხოცავს და 4-5 წელს აძლევენ. ამ ქალბატონმა კი ვაჟიშვილი მონათლა და ასიამოვნა და ამისთვის 20 წელი? ამერიკაა ამის მერე სამართლიანი ქვეყანა? :)
2017, 22 ოქტომბერი, 22:25
შტატების კანონმდებლობა საზღვრავს მაკა, ზოგიერთ შტატში ანალოგიურ ქმედებაზე უვადო პატიმრობაცაა...
2017, 22 ოქტომბერი, 22:24
ორი მუხლით წაღენებულ მკვლელობებზე 14 წელია სასჯელი და სამანტას 20 წელიო? მდააა....
0 1 6