კონფლიქტები
დონეცკთან ახლოს უკრაინელმა სნაიპერმა მოახდინა ცნობილი სეპარატისტი საველე მეთაური "გივი"–ის მეგობარი სნაიპერი ქალის ლიკვიდაცია
2017, 22 ოქტომბერი, 19:21
დონეცკთან ახლოს უკრაინელი სნაიპერის მიერ ანტისნაიპერულ ბრძოლაში ლიკვიდირებულ იქნა ცნობილი სეპარატისტის, ბატალიონ "სომალის" ყოფილი მეთაურის მიხაილ ტოლსტიხის (საძახისი გივი) მეგობარი ქალი, 26 წლის ანასტასია სლობოდანიუკი (საძახისი "Белоснежка").
როგორც "ekhoplanet.ru" იუწყება სეპარატისტი ცნობილი საველე მეთაურის მეგობარი ქალი შეეწირა უკრაინელი სნაიპერის ტყვიას სპარტაკის რაიონში.
სლობოდიანუკი არსებული მონაცემებით იყო სნაიპერი, საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ მონაწილეობდა 2014 წლიდან სნაიპერის პოზიციაზე. ორჯერ იყო დაჭრილი, მათ შორის დონეცკის აეროპორტისათვის გამართულ ბრძოლებში. ასევე მონაწილეობდა ილევაისკთან ახლოს გამართულ საბრძოლო მოქმედებებში.
![დონეცკთან ახლოს უკრაინელმა
სნაიპერმა მოახდინა ცნობილი
სეპარატისტი საველე მეთაური "გივი"–ის
მეგობარი სნაიპერი ქალის ლიკვიდაცია image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/2017102219205110110.jpg)