სხვა მდიდარი მამიკოს ქალიშვილი,რომელმაც ავტომობილით 5 ადამიანი მოკლა ტირის იმის გამო,რომ ორი თვით ჩასვეს ციხეში(ვიდეო) 2017, 22 ოქტომბერი, 17:50 ![]() უკრაინელი სტუდენტი ალიონა ზაიცევა, რომელმაც 5 ადამიანი იმსხვერპლა და 6 დააზიანა, ორი თვით დააკავეს, იმისთვის, რომ სასამართლო პროცესის გამართვამდე არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. ![]() 20 წლის ალაინა ზაიცევა დაკავების შემდეგ ატირდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მილიონერი მამა დაპირდა დაღუპულ ოჯახის წევრებს კომპენსაციას გადაუხდიდა და გოგონასაც პირობითი სასჯელით გაანთავისუფლებენ. ![]() "იგი უნდა შეიცოდოს მშობლებმა და ადვოკატმა, ისიც დაქირავებულია და სოლიდურ ჰონორარს უხდიან, ყველა დანარჩენისთვის ზაიცევი არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცე მშვიდობიანი მძღოლი სისხლიან მკვლელ მანქანად, დარწმუნებული ვარ გუშინდელი სასამართლოს შემდეგ ზაიცევი ვინმეს ეცოდებოდეს, მონანიება გარდაცვლილი ნათესავების მოსყიდვით არ უნდა იწყებოდეს და მართლაც უხერხულია ამ დროს იწუწუნო შენს გატეხილ თავზე." ![]() 20 ოქტომბრის საღამოს კიევის რაიონულმა სასამართლომ ალიონა ზაიცევას წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიება გაატარა, გოგონა მომდევნო ორი თვის განმავლობაში პატიმრობაში იქნება გირაოს შეტანის უფლების ჩამორთმევით, ამასთანავე ზაიცევას გაუუქმდა მართვის ლიცენზია და ჩამოერთვა ავტომობილი. 1464 10-ს მოსწონს
|