x
image
თეონა გორდეზიანი
ეს საინტერესოა 12: " პირველი ქალი, რომელმაც გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს "

დავფიქრდი, რომ არსებობს ბევრი ისეთი ისტორიული ფაქტი, რომელსაც
ყურადღებას არ ვაქცევთ. შეუძლებელიც კია ყველაფერი იცოდე და ყველა საკითხში იყო გარკვეული, მაგრამ რაღაცის შეცნობა არასდროსაა გვიან...

მცირე ხნის წინ დავიწყე "ეს საინტერესოა-ს სახით" მეწერა ისეთ ფაქტებზე, რომელიც ნამდვილად საინტერესოა და ჩვენი ცნობიერების მიღმა დარჩა რიგი მიზეზების გამო.

სხვადასხვა წიგნი სხვადასხვაა მიზეზითაა მნიშვნელოვანი, ერთ წაკითხულ წიგნს გარკვეული ცვლილების მოხდენა შეუძლია ადამიანზე, მერე გააჩნია წაკითხულსშენ როგორ გაიაზრებ, შენ როგორ გამოიყენებ, რა საინტერესო ფაქტებზე გაამახვილებ ყურადღებას და რას დატოვებ ყურადღების მიღმა.

ჩემი აზრით განათლება და განათლებულობა ბევრი კომპონენტის ერთობლიობაა,
სადაც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზოგადი ინფორმაციის არსებობაა სხვადასხვა სფეროდან.

ინფორმაცია თავს იყრის გონებაში, ხელს უწყობს უჯრედების
განვითარებას და საჭირო დროს ამოტივტივდება. რაც მეტი იცი მეტად შეგიძლია
შენი ცოდნა გაუზიარო შენს გარშემო ადამიანებს.

იმ მოგროვილი ფაქტებიდან ეს მეთორმეტეა, ვეცდები გავაგრძელო მოძიება, მაგრამ მანამდე "ეს საინტერესოა -12 " :

" პირველი ქალი, რომელმაც გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს"...


image



ავიატორმა ჟაკლინ კოკრანმა, სანამ აშშ II მსოფლიო ომის მონაწილე გახდებოდა, სცადა დაემტკიცებინა, რომ ნებისმიერ ქალზე თუ მამაკაცზე სწრაფად შეეძლო თვითმფრინავით ფრენა. მან თავაზიანად სთხოვა გენერალ ჰენრი ჰარვი არნოლდს, რომ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში ქალებიც დაეშვათ. ამაზე კი შემდეგი პასუხი მიიღო: " ეეჰ, არა, არა, გმადლობთ". შემდეგ ომი დაიწყო, არნოლდმა კი აზრი შეიცვალა.

შემდეგი სამი წლის განმავლობაში კოკრანი წვრთნიდა პილოტ ქალებს, რომლებსაც მოგვიანებით უწოდეს სახელი, რაც ქართულად "კრაზანას" ნიშნავს. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ემართათ.

კოკრანი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ბომბდამშენით გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.
ის ზედამხედველობდა საწვრთნელ პროგრამას, რომელიც 120 ბაზაზე მიმდინარეობდა, სანამ 1944 წელს ამერიკულმა არმიამ გაუქმება არ გადაწყვიტა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ბგერის სიჩქარე დაარღვია.

II მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმის მიხედვით მას დამყარებული აქვს
უფრო მეტი საერთაშორისო რეკორდი სიჩქარესთან, მანძილთან და სიმაღლესთან დაკავშირებით, ვიდრე სხვა ნებისმიერ პილოტ ქალსა თუ მამაკაცს, დღემდე.

0
69
4-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0