x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გაიგე რა არის შენი ბნელი მხარე - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველას ძალიან გვიყვარს ზოდიაქოს კითხვა, მიუხედავად იმისა გვჯერა თუ არა მისი. ალბათ, მოგვწონს, როცა ბევრ სასიამოვნო ამბებს ვკითხულობთ ჩვენი ზოდიაქოს შესახებ. თუმცა გვავიწყდება, რომ ყველა ადამიანს აქვს ბნელი მხარე, მოდი ვნახოთ, ასტროლოგიის მიხედვით ვის რა უარყოფითი თვისება გაგვაჩნია:

imageვერძი-ისე ცხოვრობს, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ და არასოდეს ფიქრობს შედეგებზე. ძალიან იმპულსური და თავდაჯერებულია. უმალ თვალებს ამოგთხრიან, ვიდრე საკუთრი ილუზიების დამსხვრევის საშუალებას მოგცემენ. ისინი ეგოისტები არიან და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენენ.

imageკურო-სიზარმაცით გამოირჩევა. მათ შეუძლიათ მთელი დღე საწოლში გაატარონ. კუროები თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირონი არიან. არასოდეს აღიარებენ იმას, რაც არ უნდათ. სიძუნწე და ეგოიზმი კუროს დამახასიათებელი თვისებებია.

imageტყუპები-მათ უნდა ერიდოთ. ყველაზე ცუდი თვისება საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარულია. ისინი გიჟდებიან საუბარზე და თუ შეაწყვეტინებთ კარგი არაფერი მოხდება. ხშირად რამოდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ, მაგრამ არასოდეს მიჰყავთ ბოლომდე.


imageკირჩხიბი-მათ ძალიან სწრაფად ეცვლებათ ხასიათი და შესაძლოა ღრმა დეპრესიაშიც ჩავარდნენ. თუ თქვენ მათ ცხოვრებაში გამოჩნდებით, ის ეცდება არ გაგიშვათ. ყველაფერი სწყინთ, მაგრამ ამაზე საუბარი ზურგს უკან ურჩევნიათ.

imageლომი-მათ საკუთრი თავი უმაღლეს მწვერვალზე აჰყავთ და მათი იქიდან ჩამოყვანა არავის შეუძლია. ყველგან ისაკუთრებს ტერიტორიას; თუ მასთან მშვიდი ურთიერთობას შეინარჩუნებთ, შეიძლება მისი სიყვარული დაიმსახუროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გარდაუვალია.

imageქალწული-ის ყველას აკრიტიკებს, არასოდეს წავა კომპრომისზე; უხეშები და მოუთმენლები არიან, რასაც პესიმიზმი ემატება. ყველაფერში ცუდს ეძებენ, ამიტომ ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ.

imageსასწორი-ისინი კაჭკაჭებივით ისწრაფვიან ყველაფრისაკენ, რაც ბრწყინავს. იმისთვის, რომ სასწორმა საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მზადაა ყველაფერზე წავიდეს. რთულია მათი ნდობა, ასევე საშინლად ზარმაცები არიან.

imageმორიელი-ინტრიგების მეფე და საშინელი მანიპულატორი. მათ შეუძლიათ იყვნენ წარმოუდგენლად საყვარლები იმისთვის, რომ კეთილგანწყობას მიაღწიონ. ხშირად შურთ სხვების და ცდილობენ მიზანს ნებისმიერი გზით მიაღწიონ.

imageმშვილდოსანი-ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ სხვებზე და პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ. თუ მათ დაეხმარებით, მადლიერებას არ უნდა ელოდოთ, იმიტომ, რომ მათი აზრით ეს დაიმსახურეს.

imageთხის რქა-პესიმიზმში თხის რქას ბადალი არა ჰყავს. წუწუნით ისინი არა მხოლოდ ახლობლებს თრგუნავენ, არამედ საკუთარ თავსაც. ისინი მორცხვები არიან თუმცა ეს არ უშლით ხელს სიამაყესა და ამპარტავნებაში.

imageმერწყული-მერწყულები ისე ცხოვრობენ თითქოს შადრევანიდან ცისარტყელა გადმოდიოდეთ. რა ხდება მერწყულის თავში ეს მხოლოდ მათ იციან. არ არსებობს შუალედი-ან ყველაფერი, ან არაფერი.

imageთევზები-შეიძლება თევზებს შორის ზვიგენიც არსებობდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი ზარმაცები არიან და დინებას მიჰყვებიან. ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ და იმდენად იკეტებიან საკუთარ თავში, რომ შესაძლოა მომაკვდავ მეგობარს ისე გადააბიჯონ, ვერც შენიშნონ.

image









0
4304
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
4304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0