x
image
ნინო მესხიძე
რეგისტრატორის დაკარგული ბეჭედი ამომრჩევლის ჩანთაში აღმოჩნდა
image

საბურთალოს მეოთხე ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის მანძილზე დაკარგული ბეჭედი რიგში მდგომი ამომრჩევლის ჩანთაში იპოვეს. უბნის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი რეგისტრატორი ამომრჩევლის რეგისტრაციას ახორციელებდა, როცა აღმოაჩინა, რომ ბეჭდი სარეგისტრაციო მაგიდაზე აღარ იდო.

“მივიღეთ ამომრჩეველი, დაარტყა რეგისტრატორმა ბეჭედი. მეორე ამომრჩეველი რომ მივიდა ბიულეტენის ასაღებად, ბეჭედი აღარ იყო. საბოლოოდ, აღმოჩნდა მომდევნო ამომრჩევლის ჩანთაში. არ ვიცი, როგორ, შეიძლება, შეგნებულადაც აიღო”, – უთხრა კომისიის თავმჯდომარე მზია მახაძემ “ნეტგაზეთს”.

თავად მოქალაქე ნინო კალანდაძის თქმით, ის იატაკზე დავარდნილი ბეჭდის აღებას ცდილობდა, როცა ის, გაურკვეველი გზით აღმოჩნდა მისსავე ჩანთაში.


“ჩემს წინ ერთი კაცი იდგა, რომელიც მაწვებოდა. აქეთ რომ გამოვიწიე, დავინახე, რომ ყუთი, რომელშიც ბეჭედი იდო, იატაკზე დავარდა. მე დავიხარე, რომ ამეღო. ავიღე და დავდე მაგიდაზე. არვიცი, ალბათ, დახრის დროს მოხვდა ჩანთაში. რომ ვერ ვიპოვეთ, ვიფიქრე, რა იცი, რა ხდება, იქნებ ჩანთაში იყოს მეთქი და მართლაც იქ აღმოჩნდა”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, უბრალოდ ამომრჩეველია და არცერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. ნინო კალანდაძის მონაცემები საუბნო კომისიამ უკვე გადასცა საოლქო კომისიას, სადაც მომხდარს მოიკვლევენ.

0
132
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0