საქართველო ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში 2017, 21 ოქტომბერი, 12:35 ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083 ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია. აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9, 6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014 ამომრჩეველმა მისცა ხმა. ცესკოს მონაცემებით ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია 139 595 ამომრჩეველი, ქედაში – 15 643; ქობულეთში – 67 703; შუახევში – 15 009; ხელვაჩაურში – 44 928, ხოლო ხულოში – 23 983. აჭარაში ამ დროისათვის სულ 306 861 ამომრჩეველია. 9 2-ს მოსწონს
|