ფოლკლორი ხევსურული ზეპირსიტყვიერება წარსულისა და თანამედროვეობის მიჯნაზე 2017, 21 ოქტომბერი, 1:32 ![]() არამარტო ხევსურეთში, არამედ საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორში განსაკუთრებული ადგილი რელიგიური შინაარსის ანდრეზებსა და საკულტო ზეპირსიტყვიერებას უჭერია.საინტერესოა ამ ტექსტების წარმოშობის საკითხი!.. ხუცესნი ხუცობის გენეზისის განმარტების დროს არ ასახელებენ სახუცო ტექსტების ტრადიციული ფოლკლორული გზით გავრცელებას.უარყოფენ, რომ ეს მემკვიდრეობითობა ხორციელის გზით გადაეცემა.მათი რწმენით ტექსტს ღვთისშვილისაგან იღებენ და ძალიან ხშირად სიზმარში გადაეცემოდა ხუცესს ეს ტექსტი. როგორც ზ.კიკნაძე აღნიშნავს, ყველაზე უკეთ კანონიკური სახე სახუცო ტექსტებს ხევსურეთში აქვს შენახული, სადაც ხუცესის ინდივიდუალურობა თითქმის არ ჩანს და დღემდე გადაეცემა თაობებს. ![]() რაც შეეხება ანდრეზებსა და ლეგენდა-თქმულებებს!.. ანდრეზებს ხევსურებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.ამ მნიშვნელობას კი განაპირობებდა ის, რომ ანდრეზი სინამდვილეში მომხდარ ამბავს ასახავს რეალურად. ამის საშუალებით ინარჩუნებდა მთის მოსახლეობა ტრადიციებსა და ადათ-წესებს.როგორც სხვა მთიელებისთვის, ასევე ხევსურებისთვისაც ეს გადმოცემები ღვთიური მადლია, რომლებიც ასულდგმულებს ამ ერთ მუჭა ხალხს.ლეგენდა-თქმულებების წყალობით ხალხის ხსოვნას გადაეცემოდა და გადაეცემა არაერთი ისტორიული მოვლენა თუ სახალხო გმირის ხსოვნა, რომლებიც დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობასა და აქტუალურობას. ნებისმიერ ხევსურს(მითუმეტეს მთაში მცხოვრებს), ბავშვსაც კი, სმენია გაბურთ ეშმაზე, მამუკა ქალუნდაურზე, ხოგაის მინდიასა თუ თორღვა ძაგანზე შექმნილი თქმულებები.ხევსურები ზღაპრებსაც კი ლეგენდა-თქმულებებით ანაცვლებდნენ უმეტეს შემთხვევაში.მიზეზი კი მარტივია: ზღაპარი გამონაგონზეა დაფუძნებული და ნაკლებად საინტერესო იყო მთის ხალხისათვის.ბავშვებს ლეგენდებს უყვებოდნენ ზღაპრების მაგივრად და ამით პატარაობიდანვე აცნობდნენ ადათ-წესებს, ტრადიციებსა და კულტურას.ალაბთ, უმთავრესი კი ის იყო, რომ ამ გმირების მაგალითზე შვილებს ბავშობიდანვე უნერგავდნენ ვაჟკაცობასა და სიმამაცეს. ![]() ხევსურეთში პოეზიის გარეშე წარმოუდგენელი იყო ჭირ-ლხინი.ლექსი და სიმღერა სდევდა ხევსურთა სამეურნეო საქმიანობას, მიცვალებულის დატირებას, ქეიფსა თუ მიჯნურისათვის სიყვარულის გამხელას.თუმცა ა.შანიძე "ხევსურული პოეზიის" შესავალში აღნიშნავს, რომ ხევსურულ პოეზიაში სატრფიალო ლირიკა შედარებით ნაკლები ოდენობითაა წარმოდგენილი, რადგან ეს დარგი პოეზიისა არ არის მიმზიდველი ხევსურის მეომრული ბუნებისათვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მნიშვნელობას მოკლებული იყო ეს დარგი, უბრალოდ მეტი თავშეკავებულობის გამო ერიდებოდნენ სიყვარულის თემაზე საუბარსა და ლექსების თქმას.ამით ემიჯნებოდა ერთმანეთს ცუდი და კარგი ყმა: "კაი ყმა ლაშქარ მოკვდების, სწორების მჯობინობასა, ცუდაი-საცხვრის ყურესა, ქალებში ლოგინობასა!" თანამედროვეობაშიც გრძელდება ეს დამოკიდებულება და ძალიან მცირეა სატრფიალო ლირიკა დღევანდელ ხევსურთა პოეზიაშიც კი. ![]() ![]() ![]() საყურიკათით მადის გმინიო, წუხად ხყავ კმარუის შვილიო, გულს ურჩი უჭირს ნატყვიარიო, მოკლიას ამაუდის სულიო... მდევართ წინ რად მიღმეტდებოდიო? "დედისრეთავარ"-რად არ სთქვიდიო? ![]() ამრიგად, ხევსურების ყოფა-ცხოვრებსი უკუფენა ხდება ზეპირსიტყვიერებაში და ეს ყოველივე დღემდე სიცოცხლისუნარიანია, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც დიდი საფრთხე ემუქრება ტრადიციული კულტურის არსებობას, რადგან თემ-სოფლები ძირითადად უკვე აღარ არსებობს.ხალხი თუ არ იქნება არც სოფელი ისოფლებს და არც ჯვარი იჯვარებს!... სამწუხაროა, რომ თაობები მთას არ იცნობენ, რადგან იქ მარადიული სიბრძნეა დაუნჯებული.იქაურობას ხალხისა და ბავშვების ხმა აცოცხლებს და ეს ხმა არასდროს არ უნდა შეწყდეს.როგორ შეიძლება ვინმე გულგრილი დაბრუნდეს დღევანდელი ხევსურეთის მნახველი, როცა ათი წლის თათია ჭინჭარაულმა ხევსურეთის ნახვის შემდეგ სკოლაში დავალება მიიტანა დედაშვილობის ფოტო.მას მთები და მდინარეები ჰქონდა დახატული და გაოცაებული მასწავლებლის კითხვაზე თუ რატომ დახატა ეს ფოტო, როცა დედაშვილობა უნდა აესახა-ასე უპასუხა: "ამ მთებს ამ მდინარეების გარდა სხვა შვილები არ ჰყავთ, ხოლო ამ მდინარეებს კი მთების გარდა სხვა მშობლები არ ჰყავთ"... ![]() 275 1-ს მოსწონს
|