x
image
ეკო 28
საფრანგეთში „შიშველი მონა ლიზას“ ესკიზი იპოვეს
image

ხელოვნების ექსპერტებმა იპოვეს დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 500-წლიანი ჭორი იმის შესახებ, რომ ლეონარდო და ვინჩმა მონა ლიზას შიშველი ვერსიაც შექმნა მართალია.

image

ნახშირში შესრულებული პორტრეტი შიშველი ქალისა, რომელიც ცნობილია "მონა ვანას" სახელითაც, თავდაპირველად ლეონარდო და ვინჩის სახელოსნოში იყო, 1862 წლიდან კი კონდეს მუზეუმში, საფრანგეთში. კონდეს მუზეუმმა პორტრეტი ლუვრში გაგზავნა შემოწმების ჩასატარებლად და აღმოაჩინა, რომ ის იმაზე ძველია, ვიდრე ვარაუდობდნენ და შექმნილია და ვინჩის სახელოსნოში.


imageimage

ერთი თვის შემოწმებების შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ესკიზი შეიქმნა ან მხოლოდ ლეონარდო დავინჩის მიერ ან მისი მონაწილეობით.

„ამაზე ეჭვი მიგვატანინა ფიგურის თავთან გაკეთებულმა შტრიხებმა, რომლებიც მარჯვენა ხელითაა გაკეთებული, და ვინჩი კი იყო ცაცია. თუმცა, შესაძლოა, ეს შტრიხები დამატებულია ნამუშევარის შექმნის შემდეგ'' – ამბობენ მკვლევრები.

imageimage
ბოლო დროს იმ აზრისკენ უფრო იხრებიან, რომ "შიშველი ჯოკონდა" თვითონ ოსტატის ნამუშევარია და არა მისი შეგირდის, როგორც ადრე ფიქრობდნენ. მათი აზრით და ვინჩი ორივე ნახატზე პარალელურად მუშაობდა. ზოგიერთი მკვლევრის აზრით კი ესკიზი შესაძლოა და ვინჩის შემზადება იყო ამ შედევრის შიშველი ვერსიის დასახატად.

image

"ნახატი ნამდვილად მაღალი ხარისხისაა - სახე და ხელები ძალიან ნატიფადაა გამოსახული და თითქმის იდენტურია ზეთში შესრულებული „მონა ლიზას“ ნახატისა. ორივე პორტრეტი თითქმის ერთი ზომისაა. პატარა ღრმულები კი, ფიგურის გარშემო, შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მხატვარმა ფორმა ტილოზე გადაიტანა." - ბრძანა კურატორმა მატიეუ დელდიკემ. - „უნდა ვიყოთ ფრთხილი და წინდახედული. ეს ისეთი საქმეა, ბევრ დროს მოითხოვს. რთულია ამ ნახატზე მუშაობა, რადგან ძალიან სუსტი და მყიფეა.“

imageimage

ამჟამად კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ასე რომ საიდუმლო კვლავ ამოუხსნელი რჩება.

image

0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0