დიეტოლოგია 10 "უწყინარი" ჩვევა, რის გამოც ჩნდება ზედმეტი კილოგრამები 2017, 20 ოქტომბერი, 16:59
ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი არის დაკავებული ფიტნესით და მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ წონა ისევ უცვლელია.. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის ჩვევები, რომლებსაც ჩვენ "უწყინარს" ვეძახით.
აი, ეს 10 რამ უნდა გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან სრულყოფილი სხეულის მისაღწევად : 1. მკაცრი დიეტებისასტიკი და თვითნებურად შერჩეული დიეტები დამანგრეველად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. იწვევს რიგ დაავადებებს და შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეთ. 2. არასაკმარისი წყალი ორგანიზმს ჟანგბადივით ესაჭიროება წყლის გარკვეული რაოდენობა. მისი დეფიციტის შესავსებად ტვინს მიეწოდება არასწორი სიგნალი და ის საკვებით ცდილობს შეივსოს სითხის მარაგი. ასე რომ ნუ შევიყვანთ ტვინს შეცდომაში და დავლიოთ მეტი წყალი. 3. მოუწესრიგებელი კვება საუზმე-აი რით უნდა დაიწყოთ დილა და არა მხოლოდ ჭიქა ყავით.. ნუ უჩემოდაც გეცოდინებათ, რომ სწრაფ კვებას კარგი არაფერი მოაქვს (კალორიების გარდა)... 4. სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებას თან ახლავს ნერვიულობა და სტრესი. ამას ჩვენ ვერ გავექცევით, მაგრამ არ არის საჭირო გამოსავალი მაცივარში ვეძებოთ. 5. არ ხართ კონცენტრირებული საჭმელზე თან ჭამ და თან კითხულობ? მობილურში გაქვს თავი ჩარგული? ასეთ დროს ვერც კი ხვდები უზარმაზარი ულუფა როგორ გადასანსლე.. საჭმელს რომ დაუთმო ეს 5-7 წუთი მერწმუნე გაოცებული დარჩები შენი მენიუთი. 6. სწრაფი სადილი ისევ დროის უქონლობა და ფეხზე დამდგარი ჰამბურგერის ჭამა.. გასუქდები აბა რააა. 7.ძილის უკმარისობა დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი გძინავს? თუ არა მაშინ სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს საკითხი. დაღლილ გაღვიძებაზე ცუდი არაფერია ამქვეყნად. 8. ვიტამინების ნაკლებობა აკვირდები ჭამის დროს საკვების შემადგენლობას? შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, არცერთი სასარგებლო პროდუქტი არ მოხვდეს თქვენს კუჭში. აუცილებელია ვიტამინების შემცვლელი პროდუქტის მიღება. სხვანაირად კი არ დასუსტდებით - გამოიფიტებით .. 9. მავნე საკვები ისევ არა ჰამბურგერს და ჩიფსს. არავითარი გაზიანი, ალკოჰოლი და გაურკვეველი შემადგენლობის დესერტები...ამ თემაზე საუბარიც არ ღირს. 10. უმოძრაობა მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა-აი რა გასუქებთ. მესმის რომ მუშაობთ, მაგრამ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წამოდექით. წრე დაარტყით ოთახს. სუფთა გამოაღეთ ფანჯარა - ჰაერი ჩაისუნთქეთ (თუ ჯერ კიდევ არის თქვენს ქალაქში) . სახლშიც შეეცადეთ ფეხით წახვიდეთ.. იმოძრავეთ. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ თქვენს ორგანიზმსა და გონებაში სრული ჰარმონია დაისადგურებს. 188 4-ს მოსწონს
|