დიეტოლოგია როგორ ინარჩუნებდა მერლინ მონრო იდეალურ ფორმას? 2017, 20 ოქტომბერი, 10:33 ერთ -ერთ ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ ყოველ დილით ათ წუთზე მეტს ვერ ვარჯიშობდა, როგორცვე ვიღლები, მაშინვე გვერდზე ვდებ ჰანტელებსო.. თანაც, როგორც ცნობილია, მას ძალიან უყვარდა ნაყინი და ვერსადროს ამბობდა ამ სიამოვნებაზე უარს. მაშინ, რა იყო ის საიდუმლო, რომელის მეშვეობითაც იგი ინარჩუნებდა ფორმას და მუდამ მიმზიდველი იყო? გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან გაამხილა თავისი საიდომლო - ინფორმაცია კვების რაციონის შესახებ, მისი რაციონი თანამედროვე დიეტოლოგებმა ასე შეაფასეს: უფრო გონივრული რეცეფტის მოფიქრება არც კი შეიძლებოდაო. აი, რას აკეთებდა ის: დილით, შხაპის მიღებამდე ერთ ჭიქა რძეს აცხელებდა და ორ კვერცს ჩაახლიდა, შემდეგ ჩანგლით ურევდა და სვამდა, საუზმეს მულტივიტამინებით ამთავრებდა. მერლინი ვახშამსაც გემრიელად მიირთევდა, საღამოს ბაზარში ყიდულობდა სტეიკს, ცხვრის ხორცს ან ღვიძლს, რომელსაც სტაფილოსთან ერთად ამზადებდა. სტაფილო ძალიან უყვარდა და ყოველთვის მიირთმევდა. " შინაგანად ნამდვილი კურდღელი ვარ – უმი სტაფილო არასდროს მწყინდება" - აღნიშნავს ინტერვიუში. ასე რომ, მისი "გონივრული და ზომიერი" კვების რაციონი იყო, მისთვის დიეტა, რადგან არასდროს დაუცავს ე.წ დიეტა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ იმდროისთვის მრგვალი ფორმები უფრო მიმზიდველი იყო, როგორც ცნობილია, თანამედროვე 42 ზომის ტანისამოსს ატარებდა და კიდევ იმიტომ, რომ ომის შემდეგ, ისეთი შიმშილობა ჰქონდა გადატანილი, მოშიებას ვერ იტანდა. თუმცა სავსე მკერდისა და ლამაზი თეძოების მიუხედავად, ყოველთვის წვრილი წელი და ჩამოქნილი ხელები ჰქონდა. “არასდროს მიმაჩნდა ჩემი სხეული განსაკუთრებულად. ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ ყოველთვის დანაყრებული ვყოფილიყავი”, – მერლინ მონრო - ომგამოვლილი ჰოლივუდის კაშკაშა ვასკვლავი 288 1-ს მოსწონს
|