x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ იხსნა ლიმონათმა პარიზი ჭირისგან
ამბავი ეხება ლეგენდარულ და თითქმის ყველასთვის საყვარელ სასმელს– ლიმონათს, რომლის მრავალი ვარიაციები გვაქვს დღეს, თუმცა ფესვები მათ მხოლოდ ერთი აქვთ და წყურვილის მოკვლასთან ერთად მთელი პარიზი იხსნა ბუბონის ჭირისგან. მასალა აღებულია ბლოგერი Alpina Pablisher–ისგან, რომელმაც სტატია ტომ ნილონის წიგნის "ბრძოლა საკვებისთვის" მიხედვით მოამზადა.

image


1668 წელს, ათწლეულების პაუზის შემდეგ საფრანგეთში კვლავ დაბრუნდა "ბუბონის ჭირი", რომელიც პარიზის მოსახლეობას დახოცვას უქადდა. ნორმანდიასა და პიკარდში ჭირის შესახებ კარგად იცოდნენ, მდინარე სენის მეშვეობით კი რუანზეც ჩამოაღწია. ( 1665–1666 წლებში ჭირმა 100 000 ლონდონელი მოკლა, რაც მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენდა. 1960 წელს კი 140 000 ვენეციელი, რაც მოსახლეობის მესამედს შეადგენდა და 130 000 მილანელი, რომელიც მოსახლეობის ნახევარი იყო.) პარიზი პანიკამ მოიცვა, რადგან XVII საუკუნის ევროპულმა ეპიდემიამ ვენისა და პრაღის მოსახლეობის 80–80 000, მალტის 11 000 და ამენის 30 000 მაცხოვრებელი გაანადგურა, რაც საფრანგეთის ფაქტობრივი დაღუპვა იყო. ქალაქი პარიზი კი სასწაულებრივად გადაურჩა არა დაღუპვას, არამედ ზოგადად ჭირის გავრცელებასაც კი.



image




შიმშილი და გემო– აი რა იყო მთავარი ძვრები ცივილიზაციისკენ ისტორიკოსი ტომ ნილონის აზრით. ის მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა ძველ წიგნებს, რომლებშიც მოთხრობილი იყო ჩამონგრეული იმპერიების აღმავლობის მთავარი მიზეზები– საკვები. შეკრიბა ყველაზე საინტერესო მაგალითები წარსულიდან და გამოსცა არაჩვეულებრივი წიგნი ილუსტრაციებით (ბრძოლა საკვებისთვის), სადაც გაერთიანებული იყო ირონიული დეტექტივი, ისტორიული მონოგრაფია და ხელოვნება– როგორ იმოქმედა ბაირონზე ყავისფერმა სოუსმა? შეეძლო თუ არა კერპების გახლეჩვას კაცობრიობა ჯვაროსნებისგან ეხსნა? რამდენი ომი გაჩაღდა კაკაოს გამო? იყო თუ არა დიკენსი კანიბალი? ყველა კითხვაზე გასცა პასუხი ტომმა წიგნში.


ახლა კი, XVII საუკუნის პარიზს დავუბრუნდეთ. როგორ იყო შესაძლებელი ევროპულ ჭირს გადარჩენოდა საფრანგეთის მთავარი ქალაქი? XXI საუკუნის დასაწყისიდან თითქოს მოდური გახდა ლიმონიანი ცხელი წყლის სმა, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და დეტოქსიკაციას, აბალანსებს მჟავე–ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში. გაგიკვირდებათ და ლიმონის მოქმედება 1668 წელს ბევრად მნიშვნელოვანი იყო, მისმა ლიმონათმა არ მისცა პარიზელებს საშუალება ჭირის მსვერპლები გამხდარიყვნენ. სასმელი aigre de cedre–ს ნათესავი სასმელი სწორედ ლიმონის წვენის, რბილობის, კანის, წყლისა და შაქრის ნაზავს წარმოადგენდა, რომელიც გავრცელებული იყო იმ დროს პარიზში.


რომაული სასმელი პარიზში კარდინალი მარაზინის წყალობით გაჩნდა (1602–1661 წ), რომელიც საფრანგეთში, მეფის ლუდოვიკ XIV–ის პირველი მინისტრი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლიმონათი რამოდენიმე წლის შემდეგ გადაარჩენდა პარიზს ჭირისგან.


image


არსებობს მოსაზრება, რომ ჭირი გადადიოდა რწყილის ნაკბენით, რომელიც გემით შორეული დასავლეთიდან შევიდა ევროპაში. რწყლი კი ინფიცირებული იყო Yersinia pestis– ერშინიას პესტის მიერ გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით (ტუბერკულოზისმაგვარი ციებ–ცხელება). რწყილი მოედო შინაურ ცხოველებს, ვირთხებს და ისინი გახდნენ ადამიანების დამაინფიცირებელი წყაროები.


ლიმონათი იმდენად პოპულაური გახდა არამარტო როგორც გამაგრილებელი სასმელი, საბოლოოდ ლუდოვიკ XIV–ემ 1676 წელს მოიპოვა უფლება სასმელის სავაჭრო მიზნით წარმოებაზე. თუმცა უკვე ალკოჰოლთან, მდოგვთან და ძმართან კომბინაციაში, ძმარი ითვლებოდა ჭირისგან დაცვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. Vinaigriers moutardiers sauciers distillateurs en eau-de-vie et esprit-de-vin buffetiers–ი იყო პირველი მწარმოებელი კორპორაცია მსოფლიოში.


image


P.S. იმის გამო, რომ ლიმონი და მისი ქერქი მდიდარია ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, პექტინით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, ფოსფორით, რკინით, მანგანუმით, სპილენძით, ფტორით, თუთიით, ვიტამინი- B, B1, B2, B9, C, PP-თი, რომელსაც პარიზის მოსახლეობა წლების მანძილზე ყოველ დღე მიირთმევდა, გაუმჯობესებული იმუნიტეტის შედეგად გადაურჩა ბუბონის ჭირს. ასე, რომ მიირთვით რაც შეიძლება მეტი ლიმონი.



იხილეთ აგრეთვე:



10 ყველაზე საშიში, ისტორიაში შესული დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეimage



ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორიაimage



უცნაური სამედიცინო პროცედურები წარსულიდან, რომლებიც გაგაოგნებთ +16image



შეშლილი მეცნიერების გიჟური ისტორიები, რომლებიც გაგაოგნებთ +16image



ძნელია მიხვდეთ რა კიდია კედელზე, თუმცა გაგებისთანავე ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ +13image



კატასტროფული სექს–ექსპედიცია. როგორ გაჩნდა სიფილისი ევროპაში და როგორ გადაატრიალა მან ისტორია +16image


მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთimage

0
677
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0