კალათბურთი ზაზა ფაჩულიას ბეჭედი - დატანილი სიმბოლოების განმარტება 2017, 19 ოქტომბერი, 15:16 ზაზა ფაჩულიას NBA-ის საჩემპიონო ბეჭედი გადასცეს. როგორც წესი გამარჯვებული გუნდის მოთამაშეების ცერემონიალი ახალ სეზონში პირველ მატჩამდ ტარდება. ფაჩულიამ თანაგუნდელებთან ერთად 11-კარატიანი ბრილიანტის თვლებით გაფორმებული ბეჭედი მიიღო.
ყველა ქვას, რომელთაც საჩემპონო ბეჭედია მორთული თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. განვიხილოთ კონკრეტულად ზაზა ფაჩულიას კუთვნილი ნივთი... *36 პატარა საფირონი, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში სახლში მოგებულ თამაშებს აღნიშნავს. * ბრილიანტებს შორის დატანილი 31 თეთრი ხაზი კი სტუმრად მოგებულ მატჩებს. * 83 მოკირწყლული ქვა 2016-2017 წლების სეზონში გოლდენ სტეიტის მიერ მოგებული მატჩების რაოდენობას აღნიშნავს. იგულისხმება რეგულალური და ფლეი-ოფის სტადია. * NBA-ს ფინალურ ეტაპზე გოლდენ სტეიტის მიერ ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული სერიები დატანილია ბეჭდის კუთხეში. (4:0 და 4:1) * კალათბურთელთა ის ნომრები, რომელიც საჩემპიონო სეზონში თამაშობდნენ, დატანილია კუთხეებში. * 5 მოპოვებული თასი კალათბურთელების გვარებთან და ნომრებთან ერთად ბეჭდის ბოლო ნაწილშია ნაჩვენები. * ბეჭედში გამოყენებული საერთო მასალების ღირებულება 7 000 დოლარს აღემატება. 65 3-ს მოსწონს
|