x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბიოლოგებმა დაბერების შეჩერების საშუალება აღმოაჩინეს

image
ბიოლოგებმა დაბერების შეჩერების გზა აღმოაჩინეს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ მრგვალ ჭიებში. თუ მათ უჯრედებში ხელოვნურად გავზრდით სპეციალურ KLF ცილის დონეს, მაშინ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება.


Кейс Вестерн Резерв-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კრუპელას ოჯახის მსგავსი ფაქტორების როტეინების დონის გაზრდამ, მრგვალ ჭიებ-ნემატოდებში, გამოიწვია სიბერის პროცესის შენელება.

მსგავსი ცილები არის ადამიანის ორგანიზმშიც.


image




ავტორებმა შეისწავლეს მუტანტი ჭიების რამდენიმე ხაზი, რომელთაც სხვადასხვა კრუპელის გენის მსგავსი ფაქტორები "გამორთული" ჰქონდათ. ცნობილია, რომ ეს პროტეინები დიდ როლს თამაშობენ აუტოფაგიის პროცესებში, რომელიც არასასურველი ორგანიზმებისა და მთელი ორგანოიდებისაგან, უჯრედების თვითგაწმანდას ახდენენ. (უჯრედების ფუნქციურ სტრუქტურებში).



image


აუტოფაგია ხშირად იწყება ჭარბი დიეტის დროს, როდესაც სხეულს აკლია ნუტრიენტები. ამიტომ, ნემატოდები მოათავსეს საკვების უკმარისობის პირობებში, როდესაც ისინი კალორიის მიხედვით, ყოველდღიურ ნორმას არ იღებდნენ.


ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჭიები, რომელთაც შემცირებული შემცველობის მქონე KLF4 ჰქონდათ, უჯრედებში უფრო ცოტა ხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე მათი ნათესავები.


დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნემატოდებმა, რომლებსაც ეს ცილები ხელოვნურად გაუზარდეს, უფრო დიდხანს იცოცხლეს.


ადამიანებში, კრუპელის მსგავსი ტრანსკრიფციის ფაქტორი 4, ანთებითი პროცესების დროს, სისხლძარღვთა კედლების მთლიანობის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს.

image

ამასთანავე, როგორც ახალმა სტატიის ავტორებმა აჩვენეს, ადამიანებს, ის ზუსტად ისევე აქვთ, როგორც ჭიებს და მონაწილეობას იღებს აუტოფაგიის პროცესების რეგულირებაში.


ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაბერების პროცესი, არა მარტო ნემატოდებში, არამედ ჩვენშიც დამოკიდებულია KLF-ის ოჯახის პროტეინებზე.


image



0
446
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0