x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფნი
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.


ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ თქვენგან.


image


დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ფოტოს, რომელზეც მოცემული ნახატის მიხედვით თქვენს ტვინს შეუძლია დაგანახოთ მასზე ქალი ან მამაკაცი, ან თუნდაც ორივე, თუმცა მნიშვნელოვანია რომელ მათგანს დაინახავთ პირველი. შესაბამისად კი ახსნაში გაიგებთ როგორ პიროვნებად აღგიქვამენ გარშემომყოფნი.




1. თუ პირველი მამაკაცის სახე დაინახეთ, ეს მიუთითებს, რომ ხართ ძლიერი, მკაცრი და მამაცი პიროვნება.


სიცოცხლეში გადამხდარი სირთულეების თუ სასიხარულო მოვლენების ფონზე არასოდეს აჩვენებთ გარშემომყოფებს სიხარულს თუ მწუხარებას. ყოველთვის ცდილობთ მხიარულად და დამოუკიდებლად გამოიყურებოდეთ, რადგან გიჭირთ გახსნა და თქვენი ემოციების გამოხატვა.


ხართ ენერგიული და გაქვთ ხელმძღვანელობის ნიჭი, რაც გაძლევთ საშუალებას თქვენი საქმე წარმატებულად წარმოაჩინოთ.


ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ, რადგან შეგიძლიათ მოვლენების გაანალიზება და ვარიანტებიდან საჭიროს გამოთვლა. ზოგჯერ კი მომავლის პროგნოზსაც ახერხებთ, რითიც ანცვიფრებთ გარშემომყოფებს.


მეგობრებთან და სასიყვარულო ურთიერთობებში ხართ სერიოზული და მგრძნობიარე, ამიტომ ცდილობთ მეტი ბედნიერება და სიხარული მიანიჭოთ მათ.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი შეგვიძლია გითხრათ, რომ გარშემომყოფნი აღგიქვამენ, როგორც ენერგიის წყარო და თქვენს გარშემო ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობენ.




2. თუ პირველი ქალის სახე დაინახეთ, ეს მიუთითებს, რომ თქვენი მთავარი ხარისხი თვითმოტივაციაა.


მიზნის მისაღწევად ყველაფერზე ხართ წამსვლელი. გულუხვი და კეთილი ხართ, ამავდროულად საოცრად პოზიტიური. ეს გრძნობები კი გეხმარებათ დაეხმაროთ სხვებს, რადგან თქვენი ემპათიურობის გამო ადვილად გესმით სხვისი ემოციების.


არსებობს ხარვეზებიც თქვენს ხასიათში. პიკინიზმი და პერიოდული ჰიპერმგრძნობელობა გაიძულებთ გარშმომყოფების შერჩევას, რადგან იცით, რომ ადამიანები, რომლებიც ტოქსიკური იქნება თქვენს ცხოვრებაში, თავს ცუდათ გაგრძნობინებთ და სწორედ ამიტომ ცდილობთ ჯანსაღი საზღვრების დამკვიდრებას.


აქედან გამომდინარე კი შგვიძლია გითხრათ, რომ გარშემომყოფებს ძალიან უყვარხართ სრულიად უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი ხართ.




იხილეთ აგრეთვე:


ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს

image



რამდენ ცხენს ხედავთ? ფოტო, რომელიც თავსატეხად იქცა

image



რამდენი საზამთროა სურათზე? ფოტო, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა

image



20 განსაცვიფრებელი ოპტიკური ილუზია, რომლებიც აგიფეთქებთ ტვინს

image



მხოლოდ ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით ამოხსენით მაგალითი

image




ყველაზე საინტერესო თავსატეხი, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა

image




აირჩიეთ ხე და გაიგეთ ხართ თუ არა მოღალატე

image

1
6354
26-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6354
  
2019, 4 თებერვალი, 17:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1