პოეზია ჯერ კიდევ გუშინ.... 2017, 18 ოქტომბერი, 15:13 შემოდგომაა....შესუსტდა სითბო უკვე საკმაოდ აცივდა -- > გულში.. იგი არაფერს აღარ მოითხოვს, რასაც ითხოვდა ჯერ კიდევ გუშინ..
ღრუბლებთან ახლოს დაცურდა ნისლი, შეცდომებს ვხაზავ ჩემთვის რვეულში... უაზრობაა, მომწყინდა ფიქრი რაზეც ვფიქრობდი ჯერ კიდევ გუშინ.
წვიმა ყოველთვის დროულად ჩნდება ახლაც ჩააქრობს ნაკვერჩხალს წუთში,
და ყველაფერი წარსულში რჩება რასაც მომავალს ვეძახდი გუშინ....
შემოდგომაა, როგორც გასულ წელს წელსაც სიცივეს ვავსებ სხეულში.
სევდანარევად ვიტყვით ჩვენ დღეს : ჯერ კიდევ გუშინ... ჯერ კიდევ გუშინ...
93 2-ს მოსწონს
|