ქალი და მამაკაცი სასიყვარულო ურთიერთობების 4 მთავარი წესი 2017, 18 ოქტომბერი, 1:17
ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა, თუ გვექნებოდა ფურცლის პატარა ნაგლეჯი, რომელზეც ეწერებოდა, როგორ უნდა მოვიქცეთ რთულ სიტუაციებში.
სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ გახადოთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა გამძლე და ჰარმონიული.
1. არ სცადოთ იმის დაბრუნება, ვინც გადაგიყვარათ ამ შეცდომას ხშირად უშვებენ. რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, გახსოვდეთ, არავინაა ვალდებული, მთელი ცხოვრება უყვარდეთ, მნიშვნელობა არ აქვს, მას 3 შვილს აჩუქებთ თუ ბრილიანტებით მორთულ სასახლეს აუშენებთ. და თუ მაინც მოხდება ისე, რომ თქვენს პარტნიორს გრძნობები გაუქრება, დაფიქრდით, რა სჯობს: დაამთავროთ ძველი ისტორია და დაიწყოთ ახალი თუ მიეჯაჭვოთ ვინმეს და ტვირთად დააწვეთ, როგორც კარტოფლით სავსე ტომარა? იმედია, არ გინდათ, რომ კარტოფილი იყოთ. 2. იმისთვის, რომ სხვა შეიყვაროთ, საჭიროა, ჯერ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული არც ეგოისტობაა და არც იმას ნიშნავს, რომ გვირგვინი გადგათ თავზე, ეს არის, უბრალოდ, თქვენი სურვილებისა და გრძნობების პატივისცემა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არასდროს უღალატებთ საკუთარ თავს საეჭვო სიამოვნების ან იმის გამო, ვინც გულგრილია თქვენ მიმართ. საკუთარი თავის სიყვარული დაგიცავთ და შეგახსენებთ, რომ ღირსეულად მოიქცეთ ნებისმიერ სიტუაციაში. თუ საკუთარი თავი გიყვართ, ისიც გეცოდინებათ, როგორ მოექცეთ სხვა ადამიანებს და საკუთარ პარტნიორსაც არ აიძულებთ, გააკეთოს რამე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. 3. თუ უყვარხართ, ამას იგრძნობთ ალბათ, ყველას გყავთ გარშემო ერთი ადამიანი მაინც, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს თქვენ მიმართ. შეიძლება, ის ბევრ დროს ატარებს თქვენთან, პატივისცემას გამოხატავს და უფრთხილდება თქვენს გრძნობებს - მნიშვნელობა არ აქვს, ამას როგორ გამოხატავს. მაგრამ თუ აშკარაა, რომ თქვენი პარტნიორი საკმარის დროს არ გითმობთ, მაშინ დროა, გამოფხიზლდეთ, რეალური თვალით შეხედოთ ყველაფერს და მოეშვათ გასამართლებელი მიზეზების ძებნას საყვარელი ადამიანებისთვის. 4. თქვენ არ შეგიძლიათ, აიძულოთ ვინმე, რომ შეგიყვაროთ ადამიანები არ არიან ვალდებულები, რომ სიყვარულზე სიყვარულით გიპასუხონ. თქვენ გაგიჭირდებოდათ იმის შეყვარება, ვინც არ მოგწონთ, ასე არ არის? სხვის არჩევანს და გრძნობებს პატივი უნდა ვცეთ. თქვენ შეგიძლიათ, გაიუმჯობესოთ საკუთარი თავი და გახდეთ უკეთესი. შემდეგ კი ის ადამიანი, ვისი სიყვარულისთვისაც იბრძვით, თავად გადაწყვეტს, ხართ თუ არა მისი გრძნობების ღირსი. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა 2. ტესტი: აირჩიეთ ბედნიერი წყვილი და ჩვენ გეტყვით რაღაცას თქვენი ურთიერთობის შესახებ 3. რა სურთ ქალებს სინამდვილეში? 4. რჩევები მამრობით სქესს - აგრძნობინეთ საყვარელ ქალს თავი უკეთესად რთულ პერიოდში 1842 7-ს მოსწონს
|