განათლება ლაიქი თუ მოწონება?-არ შევილახოთ ღირსება, ვისაუბროთ ქართველებმა ქართულად! 2017, 17 ოქტომბერი, 21:49 ინტერნეტსივრცეში გამეფებულმა ტერმინებმა მოიცა ჩვენი ენა ქართული! დაბინძურდა სალიტერატურო მეტყველება. თუ მეცხრამეტე საუკუნეში შემოჩვეული რუსული ბარბარიზმები მივივიწყეთ, ახლა თავი იჩინა "ფეისბუკ", "საერთაშორისო"სიტყვებმა, რომელიც ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ქართული ენის ბუნებრივი მასალით...
![]() -გაშეარება-გაზიარება (გააზიარე, გამიზიარე, გაუზიარე...); -ჩათი-სასაუბრო (საჭორაო); -დაკოპირება-ასლის გადაღება (გაორმაგება, გამრავლება); -მაუსი-გორიალა, თაგუნა; -ფართი-წვეულება; -ივენთი-ღონისძიება; -კრეატიული-შემოქმედებითი; -ტრენდული-მოდური; -კორექცია-შესწორება; ![]() განვაგრძოთ: -ნიკნეიმი-ზედმეტსახელი; -სმაილიკი-ხატულა, ღიმილაკი; -ვიზიტორი-სტუმარი, მნახველი; -კონვერტაცია-განახლება; -ექაუნთი-ანგარიში; -ვოისი-ხმოვანი შეტყობინება; -ჩექინი-ვიმყოფები; -ვირტუალური-წარმოსახვითი და სხვა ძალიან ბევრი. ![]() 285 12-ს მოსწონს 1-ს არა
|