x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137375
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
თამაში მათთვის, ვისაც საზღვრის არალეგალური გადაკვეთის განცდა აინტერესებს

image მექსიკიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად უამრავი ემიგრანტი გადადის.ზოგიერთ ექსტრემალს არ სჭირდება საზღვრის არალეგარული გადაკვეთა მაგრამ სურს ეს ემოცია გამოსცადოს- ამის შესაძლებლობას მექსიკის პარკი იძლევა. პარკი შეერთებული შტატების საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ტერიტორიას უამრავი ტურისტი სტუმრობს და გასართობი შოუთი ყველა კმაყოფილია. "არალეგალები" ტერიტორიაზე ღამით მიდიან. ტურისტები ზუსტად იმავეს განიცდიან რასაც არალეგალები საზღვრის გადაკვეთის დროს. პარკი შუა ტყეშია მოქცეული. ტურისტები ერთად იკრიბებიან და ცდილობენ პოლიციელებსა და მესაზღვრეებს(დაქირავებულ მსახიობებს) გზად არ გადაეყარონ. როგორც ტურისტები ამბობენ როდესაც ისინი ხებსა და ბუჩქებში იმალებიან და მათკენ პოლიციის მანქანა მოდის ისეთი შეგრძნებაა თითქოს ისინი მართლაც არალეგალები იყვნენ. მონაწილე ვალდებულია გართობაში 250 პესო(20 დოლარი) გადაიხადოს. მონაწილეები დაზღვეულები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. იმისთვის რომ ტურისტებმა დანიშნულების ადგილს მიაღწიონ ამისთვის მათ ბევრი დაბრკოლების გადალახვა და დიდი მანძილი ხოხვით სიარული უწევთ. თუკი რომელიმე მათგანს პოლიცია შეამჩნევს, ისე ეპყრობიან როგორც დამნაშავეს. ზოგიერთი როლს ისე კარგად ასრულებს როლს, რომ დაკავების დროს ზოგს ავიწყდება, ეს რომ თამაშია და ტირილს იწყებს.

0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:sandy1
sandy1
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0