რელიგია "ჩაწნულხართ სულში უკვდავ ჩუქურთმად, ძვირფასო, - შენ და სვეტიცხოველი!" - გიორგი ლეონიძე 2017, 14 ოქტომბერი, 12:42 ![]() აი, როგორია ჩემთვის სვეტიცხოველი : ”ამ ტაძრისათვის თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია. დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუმე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა.. .” ჩემთვის, კონსტანტინეს გამსახურდიას სიტყვები საკმარისია ტაძრის სიდიადის შესაგრძნობად, მაგრამ როცა მის წინ ვდგავარ და შევყურებ სულ სხვანაირი სიამაყის განცდა მეუფლება... სვეტიცხოველი ხომ ჩვენი ქვეყნის გაუტეხლობის, ერთიანობისა და სიწმინდის სიბნოლოა!!! ''ცაღია დღეა, სიწმინდე შენი,
გილოცავთ დღევანდელ დღეს გიორგი ლეონიძის ამ მშვენიერი ლექსით!
აქვე დატკბით დრონის თვალით გადაღებული სვეტიცხოვლის კადრებით:
სტატიას კი ირაკლი აბაშიძის ლესქის ერთ-ერთი სტროფით დავასრულებ: თუ ყველაფერი არის სიზმარი თუ ბინდისფერი არის ყოველი, მაშინ რატომ დგას ეს მცხეთის ჯვარი, რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი. პოეტი სტრიქონის დასასრულს წერტილს სვამს და არა ძახილისა და კითხვის ნიშანს, მე კი მაფიქრებს ეს წერტილი და კითხვის ნიშნად მეჩვენება, თქვენ? 177 3-ს მოსწონს
|