ბიოგრაფია იცით თუ არა, რომ ლენინს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა? 2017, 13 ოქტომბერი, 18:30 თქვენ იცოდით, რომ საბჭოთა სახლმწიფოს დამაარსებელს, ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვს, ლენინს ტყუპისცალი ძმა, სერგეი ყავდა? ეს საიდუმლო ადრე მხოლოდ მისმა დაახლოებულმა პირებმა იცოდნენ და თვით ვლადიმერიც ცდილობდა აფიშირება არ მოეხდინა ამ ფაქტისთვის. სულ ახლახანს ისტორიკოსების ხელში მოხვდა ტყუპების სურათი. სამწუხაროდ, ვლადიმერ ლენინის სიკვდილის შემდეგ, სტალინმა ყველაფერი იღონა, რომ დიდი ლენინის ძმის სახელი ამოშლილი ყოფილიყო საბჭთა ადამიანების გულებიდან. სერგეი ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო, მშობლებს ის ძალიან უყვარდათ და ხშირად ანებივრებდნენ.
(ვალოდია და სერიოჟა ულიანოვები. უფა. 1874 წელი.) სერგეი და ვალოდია სრულიად საპირისპიროები იყვნენ. მას ძალიან უყვარდა ცხოველები, რის გამოც ის სამუდამოდ ვეგეტარიანელი გახდა.
(ულიანოვების ოჯახი. 1879 წელი) (ვალოდიას მდინარეზე მიჰყავს კატა თავისი კნუტებით დასახრჩობად. 1880 წელი) (ვლადიმერ და სერგეი ულიანოვები . უფა. 1885 წელი) (სერგეი ულიანოვი მეუღლე ზუხრასთან ერთად. სოფ. იაბალაკი. უფის გუბერნია. 1888 წელი) ვალოდიას სიმკაცრემ და ოჯახის სხვა წევრების რევოლუციურმა შეხედულებებმა რაღაც დროით დააშორა ძმები. 16 წლის სერგეი მშობლიური სახლიდან წავიდა და უფის გუბერნიაში დაფუძნდა, სადაც მალევე იქორწინა ადგილობრივ გოგონაზე - ლამაზ ზუხრეზე. მშობლები და ძმა ქორწილში არ მივიდნენ იმ დროს გამძვინვარებული ტიფის მომიზეზებით. (ვლადიმერ და სერგეი ულიანოვები. სოფ. ტაკტალი. 1894 წელი) (სერგეი ულიანოვი მეუღლეებთან ერთად. უფა. 1899 წელი) ოცდაათი წლის სერგეი ილიჩმა სოლიდური კაპიტალი დააგროვა ცვილით ვაჭრობით, რის გამოც შეძლო თავისი სოფლის სამი ყველაზე ლამაზი გოგონა მოეყვანა ცოლად. (სერგეი ილიას ძე ულიანოვს მიაქვს ფული. 1906 წელი) 1905 წლის აჯანყების შემდეგ, ახალგაზრდა კომუნისტურ უჯრედს ძალიან რთული დრო დაუდგა. საშინლად არ ყოფნიდათ ფინანსები. სწორედ მაშინ 1906 წლის თებერვალში ვლადიმერ ილიას ძე დახმარებისთვის მიმართავს წარმატებულ ძმას. "რევოლუცია დაიღუპება საარსებო წყაროს გარეშე. (ვლადიმერ ილიას ძე ლესავს ნაჯახს. 1905-1906 წლები) იმავე წლებში ვლადიმრ ილიას ძე ხალხის მასებს ამზადებს მომავალი დიდი გამარჯვებებისთვის. ის საკუთარი ხელით ლესავს იარაღებს, მუდმივად ატარებს აგიტაციას მუშებს და მოწინავე გლეხებს შორის.
(ვლადიმერ ილიას ძე და სერგეი ილიას ძე. კრემლი. მოსკოვი 1918 წ.) ლენინი ყოველთვის ყურს უგდებდა ძმის რჩევებს. "ერთად ჩვენ ძალა ვართ - უყვარდა თქმა ვლადიმერ ილიას ძეს" –იხსენებდა შემდგომში ნადეჟდა კონსტანტინეს ასული კრუპსკაია. (სერგეი ილიას ძე ულიანოვი. 1918 წელი)
სერგეი ილიას ძის და ლენინს მსგავსება კომიკურ სიტუაციებსაც ქმნიდა ზოგჯერ. (ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი თანამემამულეებთან ერთად სანადიროდ ბაშკირიაში. 1920-იანი წლების დასაწყისი) მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქვეყანამ მომაგრება დაიწყო და ფეხზე დადგა, სერგეი ილიჩი მშობლიურ უფის გუბერნიაში დაბრუნდა, სადაც აგრძელებდა სგანმანათლებლო და აგიტაციურ მუშაობას. (საკუთარ ანტიკვარიატის ფარდულში. ციურიხი. 1937 წელი) ლენინის სიკვდილის და ხელისუფლებაში სტალინის მოსვლის შემდეგ, დიდი ბელადის თანამოაზრეებზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. ამ სისხლიან სიაში პირველი სამიზნე აუცილებლად უნდა ყოფილიყო სერგეი ილიას ძე. (სერგეი ულიანოვი და ტროცკი. კოიოკანი. მექსიკა. 1938 წელი) სამშობლოდან შორს მყოფი სერგეი ილიას ძე მარქსიზმ-ლენინიზმის იდეების ერთგული დარჩა. 1938 წელს ის ცდილობს სისხლიანი სტალინის რკინის ხელით მსოფლიოში მიმოფანტული ლენინის საქმის თანამოაზრეების გაერთიანებას. (საკუთარ კაბინეტში. მექსიკა. 1942 წელი.) მექსიკა და მისი კეთილი მოსახლეობა სერგეი ილიას ძის მეორე სახლი ხდება. ის იქ მუშაობს, გამოიცემა მისი ცნობილი ნაშრომი "ისტორიის უკან დაბრუნება". (სერგეი ილიას ძე ულიანოვი სტატიით "ისლამი, როგორც რევოლუციის უკანასკნელი იმედი". ბაღდადი 1946 წელი.) ეს წიგნი შემდგომში გადათარგმნილი იქნა მრავალ ენაზე და 40- ჯერ გამოიცა. (მომლოცველთა შორის. მექსიკა. 1949 წელი) მთელი თავისი ცხოვრების მთავარ იდეად სერგეი ილიას ძე ულიანოვი თვლიდა კომუნიზმის "ისლამიზაციას", რამაც მხარდაჭერა ვერ ჰპოვა თანამემამულეებს შორის. (სერგეი ილიას ძე ულიანოვი და ფიდელ კასტრო. მექსიკა.1955 წელი.) ამ რელიგიის დაწვრილებით შესწავლისთვის ის წავიდა მექაში, სადაც ორი წელი დაჰყო და სადაც გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მას ქალიშვილი შეეძინა. (ჰავანა. 1959 წელი.) მისდა სამწუხაროდ, ისლამიზაციის თეორიამ ვერ ჰპოვა გამოხმაურება ვერც სამშობლოში და ვერც მის საზღვრებს გარეთ. 50-იან წლებში, ამხანაგ ფიდელ კასტროს პირადი მიწვევით, ის მიემგზავრება კუბაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. (საკუთარ ბაღში. სანტიაგო დე კუბა. 1964 წელი.) მას გულწრფელად უყვარდა და მხარს უჭერდა ნ. ს. ხრუშჩოვს. სერგეი ილიას ძე გარდაიცვალა კუბაში 1965 წელს. იხილეთ ასევე: 1.პუტინის კუბო და მისი დაკრძალვის სრული ცერემონია ქალაქის ცენტრში 2. რატომ ქრება დროდადრო ვლადიმერ პუტინი. მიზეზი ყალყზე დაგიყენებთ თმებს! 713 8-ს მოსწონს
|