ქალი და მამაკაცი რატომ ვერ ვშოულობ მეგობარს ? 2017, 13 ოქტომბერი, 8:51 ალბათ აღმოაჩენდით, რომ ხანდახან ისეთი მარტოსული ხართ, თავს მხოლოდ ფილმების და სერიალების ყურებით თუ გაირთობთ, თითქოს უწყინარი გართობაა, რეალურად კი ინტერპერსონალური ფსიქოლოგიის მკვლევარებმა დაადასტურეს ერთი საგანგაშო სტატისტიკა, “საშუალოდ 6 წელზე ნაკლებს ცხოვრობენ მარტოხელა ადამიანები” და "მარტოხელები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ისტორიების უარყოფით კონტექსტში გაზიარების". ალბათ უკვე ნათლად ჩანს, რომ მეგობრის შოვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მე გთავაზობთ, ექვს რეკომენდაციას, დამეგობრების, რომლის წესის დაცვაც, გაზრდის ალბათობას, კარგი მეგობრის პოვნის, რაც ასე ძალიან გვინდა 1. თავგადასავალი - იმისათვის რომ მეგობარი იპოვო, აუცილებლად უნდა გაეხვიო რაიმე თავგადასავალში, მასთან ერთად, ვთქვათ ექსკურსია, ჯგუფში გაწევრიანება. 2. მსგავსი თვისებები - დაივიწყეთ აზრი, რომ ორი ერთმანეთს ავსებს, რეალურად აღმოჩნდა რომ ჩვენ მეგობარში გვიყვარს ის რომ, ის ჩვენ გვიჭერს მხარს და თანაგვიგრძნობს, ფუნდამენტალურ საკითხებში. 3. კარგი მეგობარი აქტიურია - ალბათ, ბევჯერ გაგიგიათ რომ წელიწადში ერთხელ აქვს კონტაქტი ადამიანებს ერთმანეთში და ისინი ერთმანეთს მეგობრებს ეძახიან, ეს დაახლოებით იგივეა შეყვარებულმა მესიჯი წელიწადში ერთხელ გამოგიგზავნოთ … იმისათვის რომ კარგი მეგობარი იშოვოთ, მასთან აქტიური კონტაქტი უნდა გქონდეთ, სხვა დანარჩენი ბიზნესია 4. ემოციური თანაგრძნობა - საუკეთესო მეგობრები აღნიშნავენ, რომ მათი ურთიერთობა დაიწყო მაშინ როდესაც, მათ დასჭირდათ თანაგრძნობა მეორე მოსაუბრისაგან, იყავით თანაგრძნობი მეორე ადამიანის მიმართ, მოუსმინეთ მის განცდებს და გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება 5. პოზიტივი ურთიერთობისას - ცოტამ თუ იცის რომ ურთიერთობის ბირთვი პირველ ორ შეხვედრისას იქმნება, სწორედ ამიტომ პირველ შეხვედრისას იყავით პოზიტივი, ასე გაიადვილებთ მეგორბის პოვნას. 6. მესიჯების სწორად კითხვა - უნდა გესმოდეთ, რომ თუ მისი არ გესმით, ვერ გებულობთ აზრებს, ხუმრობებს, ის ვერ იქნება თქვენი მეგობარი, უნდა იპოვოთ ადამიანი რომლის საუბარიც მარტივად გესმით. ყველა ეს რჩევა გაგიადვილებთ მეგობრის შოვნას და დიდხანიან ცხოვრებას.
83 5-ს მოსწონს 1-ს არა
|