ქალი და მამაკაცი "გყვარებიათ ისე, რომ ამ სიყვარულისთვის ჯოჯოხეთშიც ჩასულხართ?" (ამოუცნობი ამადეო მოდილიანი და მისი სიყვარული) 2017, 14 ოქტომბერი, 17:01 ცნობილ სასიყვარულო ისტორიებს შორის, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულია ამადეო მოდილიანისა და ჟანა ებიუტერნის ამბავი..
როცა მოდილიანი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში 19 წლის მხატვარ გოგონასთან ერთად, ის მის მორიგ პარტნიორად ჩათვალეს, თუმცა გოგონას შთამბეჭდავი გარეგნობა, უნაკლო აღნაგობა, ქათქათა სახის კანი და ოქროსფერ-წაბლისფერი თმა მას მოდილიანის ყველა ქალისგან გამოარჩევდა..
ისინი ერთმანეთს 1917 წლის გაზაფხულზე, კოლაროსის სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ და ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა..
"შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე", - ასე ამბობდა ამადეო ჟანაზე. გოგონას მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მალე ერთად დაიწყეს ცხოვრება.
![]() ![]() შვილებზე უზომოდ შეყვარებულმა ჟანას მშობლებმა ძალიან განიცადეს თავიანთი ქალიშვილის გაურკვეველი ოჯახური მდგომარეობა და ურთიერთობა მასზე 14 წლით უფროს, საეჭვო რეპუტაციის მქონე მხატვართან. ქორწინების გარეშე დაბადებულ შვილს, მეორე ორსულობას, მუდმივ უფულობას, მოდილიანის მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკოტისაკენ, ჟანას მისადმი სიყვარული არ შეუცვლია, იგი მხატვრის მუზა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ჟანა ამადეოს 20-მდე ნახატზეა გამოსახული.. ![]() ამ ფოტოზე ჟანამ თავისი თვალები მხოლოდ მხატვრის პირველ გამოფენაზე იხილა, მოდილიანმა მანამდე დატოვა მათი ადგილი ცარიელი, ვიდრე ჟანას სულს შეიცნობდა. "შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როდესაც შენს სულს შევიცნობ", - ასეთი იყო ამადეოს პასუხი ქალის შეკითხვაზე. ![]() 230 2-ს მოსწონს
|