საზოგადოება გოგონა, რომელიც საავადმყოფოში ცხოვრობს - იგი მშობლებმა მაშინ მიატოვეს, როდესაც მისი დიაგნოზის შესახებ შეიტყვეს 2017, 11 ოქტომბერი, 16:41
კარინა აგრიფილინა თითქმის ხუთი წელია უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის რეგიონში, საავადმყოფოში ცხოვრობს. ბავშვი მთელი ცხოვრება საკუთარ დაავადებას ებრძვის, იგი საკუთარმა მშობლემა უმოწყალოდ მიაყოვეს და ბედს მიაბარეს.
მისი სახლი საავადმყოფოა, მას ერთი პატარა ოთახი აქვს გამოყოფილი. მისი ყველა ნივთი ერთ პატარა ადგილას იყრის თავს. მას არ აქვს არანაირი სხვა სახლი. მისმა მშობლებმა უბრალოდ მიატოვეს იგი საავადმყოფოში, როდესაც მისი დიაგნოზი გაიგეს, დიაგნოზი კი თირკმელების ქრონიკული უკმარისობა იყო. გოგონამ თქვა: „დედამ ჩემს გვერდით რამდენიმე დღე გაატარა, მე ის არ მახსოვს, მამაჩემი კი მხოლოდ ფოტოზე მყავს ნანახი". მას ექიმები და მოხალისეები პატრონობენ. გოგონას საავადმყოფოს დატოვება არ შეუძლია - იგი ყოველდღიურად უკავშირდება ორმაგი დიალიზის მანქანას, რომელიც თირკმელის მაგივრობას უწევს პატარა გოგონას. პატარა ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში ამხელა დატვირთვას ვერ უძლებს, ასე რომ კარინას გადარჩენის შანსი - თირკმლის გადანერგვაა. მაგრამ ამ ყველაფერს გოგონას კანონიერი მშობლები სჭირდება, მათი ნებართვის გარეშე ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია! კარინას დედას დედობის უფლება ჩამოართვეს. გადანერგვა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მოხალისეები ამ ფულის შეგროვებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ. ამ ოპერაცისს ჩატარება უკრაინაშიც შეიძლება, თუმცა მშობლების თანხმობის გარეშე კანონით არის აკრძალული, მოხალისეები ყოველდღე ცდილობენ მშობლებთან დაკავშირებას თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობენ და არავინ იცის სად და როგორც ცხოვრობენ. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები
919 9-ს მოსწონს
|