
შაკირასა და პიკეს ურთიერთობას რომ ბედნიერი მომავალი ექნებოდა ამის დაჯერება ყველას უჭირდა. მომღერალი შაკირა 10 წლით უფროსი იყო თავის რჩეულზე - ესპანელ ფეხბურთელზე - პიკეზე.
როცა გაჟღერდა ინფორმაცია მათი შეხვედრების შესახებ, ყველას ეგონა, რომ ეს ინტრიგაა და მალე დასრულდებოდა...
ვარსკვლავების ურთიერთობა ბევრად სერიოზული აღმოჩნდა. უბრალოდ ისინი არ ასაჯაროებდნენ თავიანთ გრძნობებს.


ამ ფარულ ვნებას წერტილი დაუსვა იმ დროინდელმა გუნდის მწვრთნელმა - გვარდიოლამ.როცა პიკეს ურჩია სიმართლის აღიარება, რათა ჟურნალისტების არასწორ ინტერპრეტაციას არ დაეზარალებინა ფეხბურთელის კარიერა.
ამის შემდეგ გულშემატკივრებს შეეძლოთ თვალი ედევნებინათ შეყვარებული წყვილისთვის.



მიუხედავათ მათი ვნებიანი სიყვარულისა, ცოტა ხნის წინ, წყვილის საერთო მეგობარმა, განაცხადა, რომ პიკე და შაკირა შორდება ერთმანეთს და ამის ინიციატორი შაკირაა.

ბოლო დროს ისინი სულ უფრო იშვიათად ჩნდებიან ერთად, რისი მიზეზიც დროის უქონლობაა. პიკეც იგივე მიზეზით ძალიან ცოტა დროს უთმობს ბავშვებს.



დაშორების სავარაუდო მიზეზებში განიხილება მათი ასაკობრივი სხვაობა და პიკეს ეჭვიანობა, რომელმაც აუკრძალა მეუღლეს ვიდეო რგოლებში გადაღება სხვა მამაკაცებთან ერთად.
„ჟერარდი - მესაკუთრეა და ის არ მაძლევს უფლებას გადავიღო ვიდეორგოლები სხვა მამაკაცებთან. ეს თემა არც კი განიხილება. ჩემთვის ეს დამოკიდებულება მისაღებია. მომწონს, როგორ იცავს ის თავისი გავლენის სფეროს“ - აცხადებდა შაკირა.

სანამ ჟერარდი და შაკირა დუმს, თაყვანისმცემლებს მხოლოდ ვარაუდი დარჩენიათ .
მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წყვილს ყველაფერი ძველებურად აქვს და ეს ჭორი პიკეს საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ამ განცხადებას ისიც ამყარებს, რომ ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდზე გაიზიარა შაკირას ვიდეო, სადაც ის სიყვარულზე მღერის.
