x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
როგორ ვასწავლოთ აუტისტ ბავშვსს?- კითხვა-პასუხი მნიშვნელოვან საკითხებზე
აუტიზმი ნეიროგანვითარების დარღვევაა და იწვევს შეფერხებას სამ ძირითად სფეროში:image

კომუნიკაციის დამყარება და მეტყველების შეფერხება,
სოციალური ურთიერთობების არ ქონა ან შეზღუდვა,
სტერეოტიპული-გამეორებადი ქცევები.
მოგეხსენებათ, მთელი რიგი პრობლემების გამო, რომელიც ამ დაავადებას ახლავს თან, რთულია ბავშვისთვის განათლების მიღება-გამოყენება და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარჩვევების ათვისება. სპეციალისტები, სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ იკვლევენ აუტიზმის მიზეზებს და ასევე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიაზე მუშაობენ.ვასწავლოთ აუტისტს
ABA თერაპია ერთ-ერთი თანამედროვე და ყველაზე შედეგიანი მიდგომაა აუტისტი ბავშვებისათვის. გთავაზობთ კითხვა-პასუხს მნიშვნელოვან საკითხებზე.
როგორ ვასწავლოთ ბავშვსს ცვლილებებთან შეგუება?
პირველ რიგში შეადგინეთ სია, რა შეიძლება იყოს შეცვლილი დღის განმავლობაში.
ასევე შეგიძლიათ, ოჯახის წევრებთან ერთად შეცვალოთ ბავშვის ჩვეული სიტუაცია, მაგალითად საღამოს მულტფილმის ყურება გადავდოთ და მოვიფიქროთ, სხვა სიტუაცია ამ დროისთვის. ბავშვი ასე გაივლის პრაქტიკას, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს.
აუცილებლად, ცვლილებები უნდა განხორციელდეს მოულოდნელად, მაგალითად ბოლო წუთზე. ამ შემთხვევისთვის მოძებნეთ სიტყვები, რითაც აუხსნით ბავშვს, რომ ზოგჯერ გეგმები შეიძლება შეიცვალოს.
image

რა გავაკეთოთ თუ ბავშვი სახელის დაძახებისას არ გამოგვეხმაურა?

აუტისტ ბავსვებს ზოგჯერ არ სურთ გვიპასუხონ დაძახებისას, ან არ იციან, რომ უნდა გვიპასუხონ.
სპეციალისტი გვთავაზობს: "შევამზადოთ" ბავშვი . დავუძახოთ სახელი იქამდე სანამ არ გამოგვეხმაურება, ხოლო როცა ამას შეძლებს დავასაჩუქროთ სოციალური განმამტკიცებლებით(ჩცახუტება, კოცნა, შექება).
გავუღვივოთ მოტივაცია და დავასაჩუქროთ.
<მივუახლოვდეთ ბავშვსს, (მაგრამ, თუ ის ძალიან არის ჩართული რომელიმე საქმიანობაში, მაშინ სჯობს სხვა სიტუაცია ეძებოთ)
<დავუძახოთ სახელი
<სახელის დაძახებისთანავე შეეხეთ მხარზე, აუწიეთ თავი ისე, რომ შემოგხედოთ.(თუ თვალებში არ გიყურებთ არც მოთხოვოთ ეს)
<როგორც კი მოგაქცევთ ყურადღებას, მაშინვე დაასაჩუქრეთ თამაშით ან შექებით.
<შემდეგ მიეცით საშუალება იმით დაკავდეს, რაც სურს

ეს ყველაფერი დაახლოებით საათში 1-2 ჯერ უნდა გაიმეოროთ, ხოლო დღის განმავლობაში დაახლოებით 10-20 ჯერ.

რა ვასწავლოთ ბავშვსს, რომ გაუმკლავდეს სკოლას?

სპეცმასწავლებელი გვირჩევს, რომ ვასწავლოთ ბავშვს გაგვაგებინოს, რომ არ სურს გაკვეთილზე. შედეგად, არ მივიღებთ არასასურველ, ხელისშემშლელ ქცევებს .
მიეცით ბავშს საშუალება თავად შეისწავლოს, გაეცნოს გარემოს. სულერთია როგორ მოახერხებს ამას: კომპიუტერით თუ პლანშეტით.

რა გავაკეთოთ თუ თქვენს ბავშვს სხვა ბავშვების შიში აქვს?

შექმენით სიტუაცია სახლში, მოიწვიეთ 2-3 ბავშვი. დასვით ახლოს, გააკეთეთ ისე, რომ მათ მოუწიოთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, მაგალითად: მიაწოდონ ერთმანეთს პლასტელინი, რომელიმე სათამაშო და ა.შ.

შეეცადეთ იგივე გააკეთოთ ეზოში, გაიმეორეთ ეს ხშირად და იყავით მომთმენი.



სოციალიზაციაimage

შეარჩიეთ ბავშვის გარშემო ისეთი ადამიანები/ბავშვები, რომელთანაც ის თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს.


წყარო:http://outfund.ru



0
158
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0