დეტექტივი სმიტი ერთ საქმეს წააწყდა, სადაც დანაშაულში ფიგურირებდა ერთმანეთის ნაცნობი 5 ადამიანი. ერთ-ერთი ამ ხუთიდან არის მოკლული და ერთიც კიდევ მკვლელი. მსხვერპლისა და დამნასავის ვინაობა უცნობია.
დეტექტივმა სტივმა მოახერხა გაეგო მათი სახელები და დანაშაულიც გახსნა. თუ შეძლებთ მასალებზე დაყრდნობით გაიგოთ მკვლელისა და მოკლულის ვინაობა? მაშ დავიწყოთ და გავეცნოთ საქმეს:
ეს არის ჯონი.
ის ჩოგბურთელია. მკვლელობის მეორე დღეს, ის და ერთ-ერთი ამ ხუთთაგან, რომელიც არ იყო მკვლელობასთან კავშირში თამაშობდნენ ჩოგბურთს.
ჯეკი
ჯეკი ქალაქში მკვლელობამდე, ერთი წლით ადრე გადავიდა. დაიბადა და გაიზარდა პატარა კუნძულზე, სადაც მაცხოვრებელი ჩართული თევზჭერაში, ამიტომ ჯეკის მთავარი ოცნება იყო ჰქონოდა საკუთარი თევზსაჭერი ნავი.
სტივი
სტივი მოდელად მუშაობს და საკუთარი თავი ძალიან უყვარს. მან მკვლელობამდე ცოტახნით ადრე დაიწყო პოზირება ბილისთან, რომელიც მას ერთი-ერთში დახატავდა.
ბილიბილი ცნობილი მხატვარია, შემდეგ კვირაში ის დაასრულებს სტივის ნახატს.
ალექსიიმ მომენტიდან, როცა მკვლელობა მოხდა, ალექსი, რომელიც ზღვის ფაუნის შესწავლით არის დაინტერესებული, იმყოფება ექსპედიციით ანტარქტიდაზე. მასთან ერთად კიდევ ჯგუფის 20 წევრია.
ამის გარდა დეტექტივმა გაარკვია რამდენინე გარემოების შესახებ:
ერთი კვირით ადრე მკვლელობამდე, დამნაშავემ ფეხი მოიტეხა.
სტივმა და ალექსმა ერთმანეთი , მკვლელობამდე 6 თვით ადრე გაიცნეს.
ალექსი და მკვლელი, ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს.
შეძლებ ამ ფაქტებზე დაყრდნობით, გამოიცნო მკვლელის და მოკლულის ვინაობა?
მოდით გავიგოთ, თუ როგორ გაარკვია ყველაფერი დეტქტივმა:
ჯონი, მკვლელი არ იქნება, რადგან ის მეორე დღეს ჩოგბურთს თამაშობდა, მკვლელმა კი დანაშაულის ჩადენამდე ერთი კვირით ფეხი მოიტეხა და სირბილს ვერ შეძლებდა.
ალექსი მკვლელი არ იქნება, რადგან ის ბავშვობიდან იცნობდა მკვლელს.
სტივიც უდანაშაულოა, რადგან მან ალექსი მკვლელობამდე 6 თვით ადრე გაიცნო, ხოლო მკვლელი ალექსის ბავშვობის მეგობარია...
გამოდის, რომ: მკვლელი ან ჯეკია ან ბილი. მაგრამ, ჯეკი ხომ კუნძულზე გაიზარდა, ამიტომ ის ვერ იქნება ალექსის ბავშვობის მეგობარი.
გამოდის, რომ მკვლელი ბილია, ის ცოცხალია და თანაც აპირებს ნახატის დასრულებას.
ეხლა გავიგოთ, ვინ არის მსხვერპლი?
დეტექტივი დაფიქრდა, რომ ალექსი ანტარქტიდაზეა, ჯონი ჩოგბურთს თამაშობს, ხოლო სტივს ბილი ხატავს, ესეიგი- ისიც ცოცხალია. გამოდის, რომ: მოკლულია ჯეკი. ბილიმ ესროლა ჯეკს.
წყარო:https://www.adme.ru