x
image
მარი1515
ტოპ 10 ფილმი,რომელიც სევდიან განწყობას შეგიქმნით
მოგესალმებით..არსებობს დღეები, როდესაც სევდიან განწყობაზე ვართ, ან, უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ..

სწორად ამგვარი დღეებისთვის შესაფერისი ფილმების ტოპ ათეულს წარმოგიდგენთ.


10."ქალის სურნელი"

image



სევდიან განწყობას მხოლოდ ცუდი დასასრული არ ქმნის.ჩემი აზრით, "ქალის სურნელი", ერთ-ერთია იმ საოცარ ფილმთაგან, რომელსაც შეუძლია სულის სიღრმემდე ჩააღწიოს და დაგვამახსოვრდეს, როგორც შესანიშნავი სცენარისა და

იდეალური სამსახიობო შესრულების ნიმუში. ფოტოზეა ლეგენდარული ალ პაჩინო, ზემოთხსენებული ფილმიდან-"ქალის სურნელი"






9.Intouchables-ხელშეუხებელნი.

ფრანგული ფილმებისთვის დამახასიათებელი ხარისხიანობით და სევდიანი სცენრით, ეს ფილმი ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.

image



8.მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ ფილმთან შედარებით, ეს ფილმი IMDB-ის რეიტინგით არც ისე პოპულარულია, მიმაჩნია, რომ ედვარდ ნორტონისა და ნაომი უოთსის მიერ განსახიერებული პერსონაჟების სიყვარულის ისტორია მწვავე ქოლერას ფონზე, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს მნახველზე.მერვე და ჩემთვის უსაყვარლესი ფილმია-მოხატული პირბადე.-The painted veil.


image





7.რა შეუძლია ადამიანს, რომ დათმოს ხელოვნების გამო?ნატალი პორტმანის საუკეთესო შესრულება, ფილმში- შავი გედი.



image




6.ჯეიმს მაკევოის და კირა ნაითლის სამსახიობო წყვილი, ომის ტკივილი და ამ სევდის ქარცეცხლში-სიყვარული.2007 წელს გამოსული ფილმი, -მონანიება, იგივე Atonement, ნამდვილად არის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ფილმების სიიდან.


image




5.Life is beautiful-ცხოვრება მშვენიერია.ისევე, როგორც მშვენიერია ეს ფილმი.

image





4.რაც შეეხება ბოლო ოთხ ფილმს, მინდა გირჩიოთ, რომ არც ერთი მათგანი არ ჩართოთ, თუ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზადყოფნაში არ იქნებით..

სორაიას ჩაქოლვა.

image



3.უდაბნოს ყვავილი


image




2.ავრორა..

image







1.ხანძრები



image



ის ფილმები, რომლებიც უკომეტაროდ დავტოვე, თავად უნდა შეაფასოთ..მადლობა ყურადღებისთვის


6
928
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი1515
მარი1515
928
  
2017, 10 ოქტომბერი, 16:57
2017, 10 ოქტომბერი, 16:54
დიდი მადლობა♥ჩემი ჩამონათვალიდან ყველა ფილმი მაქვს ნანახი,თითქმის ყველა შენი ჩამონათვალიდანაც.
2017, 10 ოქტომბერი, 16:49
უდაბნოს ყვავილი დამრჩენია სანახავი,მაგასაც ვნახავ აუცილებლად უახლოეს დღეებში. "წყვდიადში მოცეკვავე", "ომის ყვავილები", "არ გამიშვა", "შინაგანად მე ვცეკვავ", "შეცვლა", "მექანიკური ფორთოხალი", "დევიდ გეილის ცხოვრება", "კაფე დე ფლორი" და კიდევ სხვა, ჩემი ფავორიტი ფილმებია (გირჩევ ნახო, რომელიც არ გაქვს ჯერ ნანახი) და ასევე შენი ჩამონათვალიდან ხანძრები, ავრორა, სორაიას ჩაქოლვა, ხელშეუხებელნი, მონანიება, მოხატული პირბადე.
2017, 10 ოქტომბერი, 16:38
ეხლა შევედი და სათაური არ მახსოვდა, ფილმი ნანახი მქონია "ხანძრები" და დასასრულმა უბრალოდ დამშოკა, წიგნი "ჭაობი" გამახსენდა.
2017, 10 ოქტომბერი, 16:04
დამიჯერე,ხანძრები რომ გენახა,არ დაგავიწყებოდა.აუცილებლად სანახავი ფილმია,მძიმე რეალობას ასახავს,შეიძლება გაგანადგუროს ისეთია.
2017, 10 ოქტომბერი, 13:10
უდაბნოს ყვავილი მაქვს ფილმების რიგში და ხანძრები მემგონი არ მინახავს, სხვა ყველა ნანახი მაქვს, ავრორაზე კი კომენტარს ალბათ ვერავინ გააკეთებს :((((((
0 1 6