x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ერთ-ერთი იდუმალებით მოსილი საბჭოთა ფილმი, რომელიც "თვითმფრინავის ბიჭებს" უკავშირდება
image

ეს გახლავთ 1983 წლის ფილმი Набат (განგაში) ტერორისტებზე, რომლებიც თვითმფრინავს იტაცებენ და ყოველგვარი გადაჭარბებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი ფილმია... იგი წლების განმავლობაში ფაქტობრივად არავის უნახია.


არსებობდა ამ ფილმის გარშემო სამი ვერსია:


1) რომ ასეთი ფილმი საერთოდ არ არსებობს;



2)ფილმი გადაიღეს "XX საუკუნის მეკობრეების" წარმატების ფონზე, შემდეგ აკრძალეს და გადაიყვანეს "სამოსამსახურეო სასწავლო ფილმების კატეგორიაში";


3) ფილმის გამოსვლა დაემთხვა 1983 წელს "თვითმფრინავის ბიჭების საქმეს", როდესაც 18-19 ნოემბერს 7 ქართველმა ახალგაზრდამ საზღვარგარეთ გაქცევის მიზნით თვითმფრინავის გატაცება სცადეს.

image

პირველი ვარიანტი უმალვე გამოირიცხა, რადგან ფილმი ნამდვილად არსებობს და ინტენრეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ, მეორე ვარიანტიც აბსურდია, რადგან ფილმი საკმაოდ ძვირი დაჯდა, მასში თამაშობდნენ საბჭოთა კინოს სუპერვარსკვლავები, ისეთი როგორიცაა ნატალია ვარლეი (კავკასიელი ტყვე ქალიდან) და პეტრე ველიამინოვი (ჩრდილები ქრებიან შუადღისას) და სრულიად გაუგებარია როგორ იქნებოდა "სასწავლო ფილმი"... რჩება მესამე, ერთადერთი და ყველაზე სარწმუნო ვარიანტი..

image

ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება, ლაინერი ტუ-134-ის ბორტგამცილებელი ქარაფშუტა კატი ვასილჩკოვა დათანხმდება თვითმფრინავის ბორტზე აიტანოს ჩემოდანი, რომელშიც დევს საკოლექციო კონიაკების ნაკრები, რომელიც ეკუთვნის ამავე ბორტზე მყოფი შეყვარებულებს: ანდრეის და ტანიას (საქორწინო მოგზაურობაში მიდიან), ამრიგად ბირტგამცილებელი კატიაა მისდა უნებურად გახდა ტერორისტების ხელისშემწყობი... ამის შემდეგ სიუჟეტი მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკის სტილში ვითარდება...

image


აი რას წერს კინომცოდნე და ჟურნალისტი ვიტალი დუბროგეი:"საყოველთაო პრემიერამდე ფილმის სპეცჩვენება შედგა თბილისში, ხოლო სანამ კინოგაქირავებაში ჩაეშვებოდა ფილმი, საქართველოში მოხდა თვითმფინავის გატაცება, სწორედ იქ ნახეს 20 წლის გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა ეს ფილმი და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მათ მიერ განხორციელებული ჩანაფიქრი ისე ვერ განხორციელდა, როგორც ეს ფილმის სიუჟეტში იყო.საქმე იმაშია, რომ ფილმში გამოყენებულია ტუ-134-4 B, რომელსაც შუშის ცხვირი არა აქვს, ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავში შტურმანი პილოტის გვერდზე ზის, ხოლო ტუ-134-A-ში, რომლის გატაცებაც სცადეს ქართველმა ახალგაზრდებმა შტურმანი სარდაფივით გამოყოფილ ადგილზე ქვემოთ ზის, სწორედ ეს ვერ გაითვალისწინეს ტერორისტებმა, რის შედეგადაც შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და ადგილზე მოკლა ერთ-ერთი ტერორისტი"(შენიშვნა: საუბარია გია ტაბიძეზე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა)


ამის შემდეგ სუკ-მა აკრძალა ფილმი და "სასწავლო ფილმების" კატეგორიაში გაუშვა.ფილმი საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე არასოდეს გასულა არც კინოთეატრებში და არც ტელეკრანებზე.ამჟამად მისი ნახვა ინტერნეტითაა შესაძლებელი.

image

0
632
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0