საზოგადოება რატომ უმღერა ათი ათასობით ადამიანმა ტომ პეტს საპატივცემულოდ? 2017, 8 ოქტომბერი, 23:53 ფეხბურთის ფანებმა ფლორიდის უნივესიტეტის კოლეჯიდან საპატივცემულო სიმღერა მიუძღვნეს ტომ პეტს თავის მშობლიურ ქალაქში, გაინესვილში. მათ შაბათს, თამაშზე იმღერეს 'Won't back down'. ეს სიმღერა მიეძღვნა ტომის მოულოდნელ სიკვდილს (66 წლის ასაკში) ორშაბათ ღამეს. თომას ერლ პეტი — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მუსიკალური პროდიუსერი. ყველაზე მეტად ცნობილი იყო, როგორც ჯგუფ Tom Petty and the Heartbreakers-ის წამყვანი ვოკალისტი. მათი ჟანრები მერყეობენ კლასიკური როკიდან როკ-ენ-როლამდე, ჰარტლენდ-როკამდე და სტოუნერ-როკამდეც. ახალგაზრდა თაობებში მისი მუსიკა პოპულარობით სარგებლობდა. 2002 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
76 4-ს მოსწონს 1-ს არა
|