x
image
ღიმილიანი
სად ინახება მისტიკური გრაალი? ბურუსითმოცული თასის ისტორია
უკვე რვაას წელზე მეტია, რაც გრაალის საიდუმლოს ამოხსნას ესწრაფვის ინტელექტუალური საზოგადოება, ლეგენდების საფუძველზე უამრავი ლიტერატურული ნაწარმოებები შეიქმნა და რეალობა და გამონაგონი უკვე ისეა ერთმანეთს გადაჯაჭვული, რთულია, რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება.

წმინდა გრაალი შუასაუკუნეების სარაინდო რომანების ერთ-ერთი ძირითადი თემაა.

მოდით მივყვეთ ისტორიას თანმიმდევრულად.

1. პირველი ასეთი რომანი გახლდათ კრეტიენ დე ტრუას " პერსივალი ანუ რომანი გრაალზე"


წიგნში მეფე არტურის სამეფო კარის რაინდი, სახელად პერსევალი, ღამით რჩება ციხესიმაგრეში, რომელიც ეკუთვნის დაჭრილ მეფეს, იგივე მეფე-მეთევზეს. ღამით ის უცნაური პროცესიის მოწმე ხდება, სადაც ახალგაზრდა გოგონას უჭირავს ჯადოსნური სასმისი – გრაალი. პერსევალს ბევრი ლაპარაკი აკრძალული აქვს, ამიტომ კითხვის დასმას ვერ ბედავს და მეორე დღეს მარტოს ეღვიძება.


image


2. მისივე თანამედროვე იყო რობერ დე ბორონი, რომელმაც დაწერა " რომანი გრაალის შესახებ"

პერსევალის ამბავი იმ დროის ბესტსელერი იყო, მრავალ ქვეყანაში გავრცელდა და სწრაფად გახდა პოპულარული. კრეტიენ დე ტრუა რომანი ათასობით ლეგენდისა თუ მითის ფუძემდებელი გახდა, მაგრამ აშკარაა, რომ მისი შემოქმედება უბრალოდ ლიტერატურული ნიმუშია და არა ისტორიული ჩანაწერი. დე ტრუას მსგავსად მსოფლიოს დიდი ნაწილი აალაპარაკა – დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდმა ”. როგორც ამბობენ, პარიზში ყოველ წელს უამრავი ადამიანი ჩადის და მათი მიზანი არა ტრადიციული ღირსშესანიშნაობების ნახვა, არამედ წმინდა გრაალის პოვნაა იმ მარშრუტის მიხედვით, რომელიც „და ვინჩის კოდშია” აღწერილი. დენ ბრაუნის აზრით, წმინდა გრაალი სულაც არაა სასმისი და მისი სწორი წარმოთქმაა Sang réal, რაც ძველ ფრანგულ ენაზე „სამეფო სისხლს” ნიშნავს. ამ მოსაზრების მიხედვით, მარიამ მაგდალინელი იესო ქრისტეს ცოლი იყო და სავარაუდოდ შვილიც ჰყავდათ, შთამომავლობა კი წმინდა გრაალია. პრიორატის ( ორგანიზაცია, რომელიც ამ თეორიას იცავდა) ჩანაწერების მიხედვით, ამ თეორიას ემხრობოდნენ ლეონარდო და ვინჩი, ისააკ ნიუტონი, და ვიქტორ ჰიუგო. 1933 წელს გამოვიდა გერმანელი ისტორიკოსის ოტო რანის წიგნი „ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ”, რომელმაც გააცოცხლა მოსაზრება კატარებისა და წმინდა გრაალის კავშირის შესახებ. წიგნში არაა ნათქვამი, რა იყო რეალურად გრაალი, თუმცა მკითხველებმა ჩათვალეს, რომ ის ინახებოდა „გრაალის ქვეყანაში”, რომელიმე გამოქვაბულში. როგორც ამბობენ, ადოლფ ჰიტლერმა თავისი ერთგული ხალხიც კი გაგზავნა, გრაალის საპოვნელად. რა იყო წმინდა გრაალი და არსებობდა თუ არა რეალურად, დღემდე უცნობია, ახლა კი წარმოგიდგენთ ხუთ ადგილს, სადაც შეიძლება ინახებოდეს იგი:

1. გლასტონბერი, ინგლისი გადმოცემის მიხედვით, წმინდა გრაალის ადგილსამყოფელი გლასტონბერის გორაკია. ეს რელიკვია აქ მოიტანა იმ ადამიანმა, რომელმაც იესო ქრისტეს სხეული გამოითხოვა რომაელებისგან და შემდეგ დამარხა – იოსებ არიმათიელი. იოსებმა საიდუმლო სერობისას გამოყენებული სასმისი აიღო და მასში ჯვარცმისას დაღვრილი სისხლი შეაგროვა. გლასტონბერში ჩამოსვლისას მან გორაკზე კვერთხი აღმართა და მიწაში ჩაარჭო, სადაც მაშინვე ამოვიდა ხე. იოსების სიკვდილის შემდეგ კი წმინდა გრაალი გადაიტანეს გლასტონბერის მონასტერში. image

2. მონსეგიური, საფრანგეთი ესაა ციხესიმაგრის ნანგრევები პირენეის საფრანგეთში, გადმოცემის თანახმად, ნაცისტების მისტიკოსი ოტო რანი თვლიდა, რომ გრაალის თასი სწორედ აქ გადამალეს კატარებმა ბრძოლის წაგების შემდეგ.

image


3. ვალენსია, ესპანეთი ვალენსიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ინახება აქატის თასი, რომელიც პირველი საუკუნის არტეფაქტია. მეთხოთხმეტე საუკუნეში გაჩნდა ლეგენდა, რომ სწორედ ეს თასია გრაალის თასი.


image


4. გენუა, იტალია სან ლორენცოს ტაძარში ინახება მწვანე ეგვიპტური შუშის თასი. მისი გრაალთან დაკავშირება ეფუძნება იაკობო ვორაგინელის " ოქროს ლეგენდას", ესაა მეცამეტე საუკუნის ქრისტიანული გამოცემის კრებული, სადაც ნათქვამია რომ ნაპოლეონმა როცა გენუა დაიპყრო თასი საფრანგეთში გაიტაცა, მაგრამ ჯვაროსნებმა შემდეგ ის უკან დააბრუნეს.


image


5. ისევ ესპანეთი, ლეონი 2014 წელს გამოვიდა მარგარიტა ტორესია და ხოსე ორტეგა დელ-რიოს წიგნი " გრაალის მეფეები", წიგნში ავტორები ამტკიცებენ, რომ სან- ისიდროს ბაზილიკაში დაცული ონიქსის თასი სავსებით შესაძლებელია, რომ გრაალის თასი იყოს, ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ლეონს უამრავი ტურისტი სტუმრობს აღნიშნული თასის სანახავად.


image

1
2615
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2615
  
2018, 18 იანვარი, 13:07
სტატია ძალიან მომეწონა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ავტორთან: ნაპოლეონი რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა?! პ.ს. რჩევა:წყაროები გადაამოწმე ხოლმე, 5 საუკუნოვანი ცდომილება გაქვს :)))
0 1 1