x
image
ეკო 28
აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს უფრო ხშირად აქვთ დეჟა ვუ

image

ადამიანების უმრავლესობას გამოუცდია დეჟა ვუ - ეს მისტიკური ფენომენი, რომლითაც მომხდარი უფრო ნაცნობი ჩანს ვიდრე ეს ასე უნდა იყოს. რამდენადაც ადამიანების 70%-ს აქვს განცდილი დეჟა ვუ, ისინი, ვინც ყველაზე ხშირად გრძნობენ ამას არიან 15-დან 25 წლამდე.

image

თითქოს ადრეც ასე ვმდგარვართ და გვილაპარაკია

დეჟა ვუ კომპლექსური მოვლენაა და ბოლომდე ვერ იხსნება, მაგრამ როგორც სხვა მეცნიერული მისტერიები, მის შესახებაც არსებობს თეორიები. მაგალითად, შვეიცარიელი მოსწავლე არტურ ფუნქჰაუსერი ფიქრობს, რომ სხვადასხვა სახისაა დეჟა ვუ. დეჟა ვიზიტე ის გრძნობაა, თითქოს უკვე ხარ ნამყოფი გარკვეულ ადგილას, თუმცა სინამდვილეში იცი, რომ აქ არასოდეს ყოფილხარ. დეჟა ვეკუ შეგრძნებაა იმისა, რომ ამ სიტუაციაში მანამდეც ყოფილხარ, თუმცა ეს პირველად ხდება სინამდვილეში.

image

მეცნიერები იმასაც ამჩნევენ, რომ დეჟა ვუ ხშირად ადამიანს ზუსტად მანამდე ემართება, სანამ საფეთქლის წილის ეპილეფსია დაემართება, რაც წინასწარ აძლევს მინიშნებას.

image


ახალგაზრდების მეხსიერება

რატომ უნდა ჰქონდეთ დეჟა ვუ ყველაზე ხშირად ახალგაზრდებს, როცა უფრო ასაკოვან ადამიანებს წესით უფრო მეტი მოგონება უნდა ჰქონდეთ?

მეხსიერების პრობლემები ხომ ასაკთან ერთად იზრდება? გამოდის, რომ დეჟა ვუ ჯანმრთელი გონების ნიშანია. ნამდვილი ხსოვნა და დეჟა ვუსგან უნდა განასხვავო იმ მომენტით, როცა აცნობიერებ, რომ ეს არ უნდა შეგემჩნია.

image
ეს გაცნობიერება შესაძლოა სწორედ ის იყოს, რასაც ხანში შესული ადამიანის ტვინი კარგავს.
იქნებ ხნიერ ადამიანებსაც ისევე აქვთ დეჟა ვუ, როგორც ახალგაზრდებს, მაგრამ ვერ არჩევენ დეჟა ვუს ნამდვილი მოგონებისაგან?

0
77
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0