სისხლის სამართალი სასიკვდილო შოუ პირდაპირ ეთერში. რა იყო ეს -ტრაგიკული შემთხვევითობა თუ თვითმკვლელობა? 2017, 7 ოქტომბერი, 1:18 არსლან ვალეევი დაიღუპა ნელა და ტანჯვით - მას უკბინა შავმა მამბამ. ის ყველაზე შხამიანი გველია პლანეტაზე. შხამსაწინააღმდეგო წამლის გარეშე გადარჩენის შანსი არ არსებობს. შავი მამბას შხამი ორგანიზმს ძალიან სწრაფად ანადგურებს. ცნობილი ბლოგერი მაყურებლის თვალწინ კვდებოდა (ნახეთ ვიდეო ). ერთი საათის შემდეგ კომაში ჩავარდა, ერთი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. რეპტილიების თემაზე შექმნილი ინტერნეტ-არხის ავტორის საშინელმა სიკვდილმა ინტერნეტი "ააფეთქა". რა მოხდა სინამდვილეში პირდაპირი ჩართვისას? ბლოგერის ათასობით თაყვანისმცემელი დაბნეულია. მისი ინტერნეტ-არხის გამომწერი ადამიანების რიცხვი ბლოგერის სიკვდილის შემდეგ 40 000-ით გაიზარდა. არსლან ვალეევის ნათესავები, მეგობრები და ნაცნობები ორ ბანაკად გაიყო. ზოგი მათგანი საუბრობს უბედურ შემთხვევაზე, ზოგი - თვითმკვლელობის ეგზოტიკურ მეთოდზე. მრავალი თვლის, რომ თვითმკვლელობის მიზეზი, პირადი დრამა იყო - ბლოგერისგან წავიდა მეუღლე კატია.
იხილეთ ასევე: 1. მათი შვილი დაიკარგა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მშობლებმა თოჯინაში ნაცნობი თვალები შეიცნეს...
947 7-ს მოსწონს
|