რაგბი დიდი 10 | 21:0 "ბაგრატი " " ხარების " წინააღმეგ და პირველი მოგება ამ სეზონზე 2017, 6 ოქტომბერი, 10:01 ![]() გუნდებმა თამაში ენერგიულად დაიწყეს, მაგრამ მალევე შეცდომები მოუმრავლდათ და ტემპი დავარდა. შესაბამისად, ანგარიში მხოლოდ 32-ე წუთზე გაიხსნა - ზვიად ოდიშარიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა. შესვენებამდე მანვე შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა: სერგი კვერნაძემ მეტოქის 22-ში ფეხით ითამაშა, ბურთს ოდიშარია დაეუფლა და ბოჭვის მიუხედავად ლელომდე დარჩენილი რამდენიმე მეტრი დაფარა. მისი გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი ‘ბაგრატმა’ 8:0 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ოდიშარიამ ორი ჯარიმა გაიტანა და გუნდისა და პირადი მონაგარი 14-მდე გაზარდა. ‘ხარებმა’ სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოუვიდა და 68-ე წუთზე ლელო თავად გაუშვა: 5-მეტრა შერკინების შემდეგ ჯუმბერ ბალანჩივაძემ დაარტყა, ის ხაზზე შეაჩერეს, თუმცა გიგი ლეშკაშლმა რაქიდან ბურთი ლელოში გადადო, ხოლო ოდიშარიამ მონაგარს კიდევ 2 ქულა შემატა - 21:0. დარჩენილ დროში მასპინძლებმა პრემიალური ლელოსთვის გაიბრძოლეს, მაგრამ ‘ხარებმა’ ამის ნება არ მისცა და საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. გუნდის მთავარმა მწვთნელმა ბექა სულუხიას ვარჯიშებმა და გეგმებმა მიზანს მიახწიეს. ბიჭებმა ბევრი იბძოლეს რათა ამ თამაშზე წარმატება მოეპოვებია ხვალ გაიმართება ბაგრატი-არმის თამაში ქუთაისში აია არენაზე 15:45 წუთზე 24 2-ს მოსწონს
|