x
image
ღიმილიანი
მსოფლიოს 7 ახალი საოცრება (+ფოტოები)
რა არ შეუქმნია ადამიანის ხელს?

მსოფილიოში უამრავი საოცარი ნაგებობა არსებობს, მაგრამ ამჯერად წარმოგიდგენთ შვიდ ჩემთვის გამორჩეულ ნაგებობასა და მათ მოკლე ისტორიას, მაშ ასე, დავიწყოთ:

1. პეტრა


image



ქალაქი იორდანიაში, იგი მსოფლიოს საოცრებათა რიცხვს 2007 წელს შეემატა. როგორც მონაცემებითაა ცნობილი, იორდანიას ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.


image

image

image

2. ჩინეთის დიდი კედელი:


image


長城-ის, ე.ი დიდი კედლის მშენებლობა ძვ.წ. III ს. იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ დაიწყო და შენდებოდა მე-17 საუკუნემდე.


image

image

image



3. კოლისეუმი


image


ყველასათვის ცნობილი კოლისეუმი ( ფლავიუსების ამფითეატრი) მდებარეობს რომში, იტალიაში. მისი მშენებლობა დაიწყო ახალი წელთაღრიცხვის 70 - 72 წლებში იმპერატორ ვესპასიანეს დროს და დასრულდა ტიტუსის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ, კოლისეუმი დღემდე რჩება რომის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ.

image


image


4. ჩიჩენ-იცა

  • image
image

ძვ. არქეოლოგიური ძეგლი მექსიკის ტერიტორიაზე, იუკატანის ნახევარკუნძულზე. აგებულია მაიას ცივილიზაციის მიერ, მე-7 საუკუნეში. . ამჟამად ძეგლი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.


image

image

5. მაჩუ-პიქჩუ

  • image

მაჩუ-პიქჩუ, რომელიც მდებარეობს პერუში, კუსკოს რეგიონში, მე-15 ს-ის ძეგლია, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. მისი მშენებლობა, დაახლოებით, 1400 წელს დაიწყეს. მის შესახებ მსოფლიომ 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის ჰირამ ბინგემის ყურადღების ცენტრში არ მოექცა. ამის შემდეგ იგი ნამდვილი ღირსშესანიშნაობა გახდა.


image

imageimage

6. თაჯ-მაჰალი:


image
მარმარილოს მავზოლეუმი ქ. აგრაში, ინდოეთში. აგებულია 1631-1653 წლებში, იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, რომელსაც სურდა თაჯ-მაჰალი მისი საყვარელი მეუღლის მავზოლეუმი გამხდარიყო.

image

image

image

7. ქრისტეს ქანდაკება, რომელიც რიოში მდებარეობს, მხსნელი ქრისტე, მას ასე მოიხსენიებენ.


  • image
    image

მისი აღმართვის იდეა, თავდაპირველად, 1850-იან წლებში გაჩნდა. ხელახლა გაჟღერდა 1921 წელს, როდესაც ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის ემზადებოდნენ და უკვე 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს.

ქანდაკების მშენებლობამ 9 წელს გასტანა, დამზადდა საფრანგეთში და მისი ღირებულება შეადგენდა 250 000 აშშ დოლარს.

image

image


ესეც ვიდეო და დატკბით:

0
1153
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0