მხატვრობა შემოდგომაა, წვიმებისა და ფოთოლცვენის სეზონი, დროა მორჩეთ ამინდზე წუწუნს და ამ საოცარი ბუნებით დატკბეთ 2017, 4 ოქტომბერი, 17:00 ![]() ნინო ჭაკვეტაძის შემოქმედება შეუძლებელია ერთხელ ნახო და არ შეგიყვარდეს. მის თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა უდიდესი სინაზე და სულის სიფაქიზე. ![]() ვუყურებ ხოლმე მის ნახატებს და სულსა და გულში სითბო მეღვრება. ამჯერად წვიმაზე შექმნილი თემატიკის ნახატებს წარმოგიდგენთ განწყობის შესაბამისად და იმედი მაქვს, მოგეწონებათ. ![]() ნინოს ნახატების გამორჩეულობა ალბათ ყველაზე მეტად მჟღავნდება მისი ქმნილებების თვალებში, დიახ, ჩახედავ ამ პატარა, საოცარ არსებებს თვალებში და სული გინათდეება. აბა, დააკვირდით, რამხელა ემოცია მოაქვს? ![]() ![]() ყველაზე მეტად კი ამ ნახატებიდან წვიმების სევდა იგრძნობა, შემოდგომის სურნელთან ერთად. ![]() თუმცა ეს სევდა არ გაძლევს საშუალებას სულიერად დაეცე, დაცარიელდე, პირიქით, ეს სევდაა კიდევ ერთხელ გვაახლოებს სიცოცხლის სიყვარულთან... ![]() შემოდგომაა, წვიმებისა და ფოთოლცვენის სეზონი, დროა მორჩეთ ამინდზე წუწუნს და ამ საოცარი ბუნებით დატკბეთ. ![]() ესეც ფოტო-კოლაჟი გია ყანჩელის განუმეორებელი " ყვითელი ფოთლები", იმედია, ისიამოვნებთ: 190 6-ს მოსწონს
|