x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პაპარაცებმა გაშიფრეს, თუ რატომ ატარებს ჰერცოგინია ქეით მიდლტონი თითზე "პლასტირს"
Carherine Elizabeth Windsor–ი 1982 წლის 9 იანვარს დაიბადა. მაიკლ და კეროლ მიდლტონების ქალიშვილი კემბრიჯის ჰერცოგინიაა, ის 2011 წლის 29 აპრილს პრინც უილიამსზე დაქორწინდა, რომელიც 2001 წელს წმინდა ანდრეუს უნივერსიტეტში გაიცნო. წყვილს ორი შვილი– პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტი ჰყავს. მათი შეუღლების დღიდან პაპარაცების ობიექტივი უფრო გამჭრიახი გახდა, რათა სამეფო წყვილის შესახებ რაც შეიძლება მეტი სკანდალური ინფორმაცია გამოეტანათ საჯაროდ.

image


ქორწილის დღიდან დღემდე არ ცხრება სკანდალური თუ წვრილმანი დეტალების გამოჭენება, დაწყებული ქეითის სპილოსძვლისფერი 2, 7 მეტრი სიგრძის საქორწინო კაბიდან, რომლის ღირებულება 400 000 დოლარი იყო, მისი უხერხული სიტუაციებით დამთავრებული, რაც პაპარაცების მახვილ თვალს არასდროს გამოპარვია. ამჯერად კი პრესის ყურადღება მისმა "პლასტირმა" გაზარდა, რომელიც ჰერცოგინიას სახლიდან ყოველი გამოსვლის წინ სხვადასხვა თითზე ან ხელზე აუცილებლად ეკეთა. პლასტირის საიდუმლოს ფარდა აეხადა და პაპარაცებმა საზოგადოებასაც ამცნეს მისი მიზეზის შესახებ.

imageimageimageimage





როგორც აღმოჩნდა, კემბრიჯის ჰერცოგინიას ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, თამაში და ასევე სახლის საქმეები. უხერხულ და უსიამოვნო სიტუაციებში ჩავარდნის ოსტატს კი, სახლის საქმეების შესრულების დროს ხშირად უწევს მცირე დაზიანებები, რასაც შემდეგ სამედიცინო პლასტირით ნიღბავს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს პაპარაცის მახვილი თვალისთვის, ჰერცოგინიას პლასტირით გამოიჭერს თუ ნაკაწრებით, სალაპარაკო თემას მაინც მისცემს საზოგადოებას.



იხილეთ აგრეთვე:


იცოდით რატომ იცმევენ ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელს ჩვენი ცნობილები?

ზღვაზე გადაღებული ცნობილების ფოტოები გულს აგირევთ

ცნობილები ანომალიებით, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ




2
3392
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3392
  
2017, 3 ოქტომბერი, 15:03
გეთანხმები, წარმოდგენაც კი მიჭირს :)))
2017, 3 ოქტომბერი, 14:59
:D რა ძნელია ცხოვრება, როცა გამადიდებელი შუშით გიყურებს საზოგადოება..
0 1 2