საზოგადოება პაპარაცებმა გაშიფრეს, თუ რატომ ატარებს ჰერცოგინია ქეით მიდლტონი თითზე "პლასტირს" 2017, 3 ოქტომბერი, 14:56 Carherine Elizabeth Windsor–ი 1982 წლის 9 იანვარს დაიბადა. მაიკლ და კეროლ მიდლტონების ქალიშვილი კემბრიჯის ჰერცოგინიაა, ის 2011 წლის 29 აპრილს პრინც უილიამსზე დაქორწინდა, რომელიც 2001 წელს წმინდა ანდრეუს უნივერსიტეტში გაიცნო. წყვილს ორი შვილი– პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტი ჰყავს. მათი შეუღლების დღიდან პაპარაცების ობიექტივი უფრო გამჭრიახი გახდა, რათა სამეფო წყვილის შესახებ რაც შეიძლება მეტი სკანდალური ინფორმაცია გამოეტანათ საჯაროდ.
ქორწილის დღიდან დღემდე არ ცხრება სკანდალური თუ წვრილმანი დეტალების გამოჭენება, დაწყებული ქეითის სპილოსძვლისფერი 2, 7 მეტრი სიგრძის საქორწინო კაბიდან, რომლის ღირებულება 400 000 დოლარი იყო, მისი უხერხული სიტუაციებით დამთავრებული, რაც პაპარაცების მახვილ თვალს არასდროს გამოპარვია. ამჯერად კი პრესის ყურადღება მისმა "პლასტირმა" გაზარდა, რომელიც ჰერცოგინიას სახლიდან ყოველი გამოსვლის წინ სხვადასხვა თითზე ან ხელზე აუცილებლად ეკეთა. პლასტირის საიდუმლოს ფარდა აეხადა და პაპარაცებმა საზოგადოებასაც ამცნეს მისი მიზეზის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, კემბრიჯის ჰერცოგინიას ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, თამაში და ასევე სახლის საქმეები. უხერხულ და უსიამოვნო სიტუაციებში ჩავარდნის ოსტატს კი, სახლის საქმეების შესრულების დროს ხშირად უწევს მცირე დაზიანებები, რასაც შემდეგ სამედიცინო პლასტირით ნიღბავს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს პაპარაცის მახვილი თვალისთვის, ჰერცოგინიას პლასტირით გამოიჭერს თუ ნაკაწრებით, სალაპარაკო თემას მაინც მისცემს საზოგადოებას. იხილეთ აგრეთვე: ● იცოდით რატომ იცმევენ ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელს ჩვენი ცნობილები? ● ზღვაზე გადაღებული ცნობილების ფოტოები გულს აგირევთ ● ცნობილები ანომალიებით, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ 3389 19-ს მოსწონს
|