საზოგადოებრივი 15 უცნაური გამოგონება ყველაზე ზარმაცებისთვის 2017, 2 ოქტომბერი, 14:23 სრულყოფილებისკენ სწრაფვას საზღვრები არ აქვს. ადამიანს ყოველთვის სურს მაქსიმალური კომფორტის მიღწევა. ქმნის რაღაც ახალს, ცდილობს განაახლოს ძველი.. ეს შეუქცევადი პროცესია. ყოველ წამს რაღაც ახალი იქმნება, რაც ამარტივებს ცხოვრებას. ყველაფერი ამის მიღმა შეიძლება აღმოაჩინოთ როგორც სრულიად უსარგებლო ნივთები, ასევე ისეთები, რომლის გარეშეც თქვენ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ცხოვრება. აი მაგალითად : 1. ჩემოდანი - რობოტი ჩემოდანი აგებულია სენსორულად, რომლის მეშვეობათაც თქვენ ბარგი თავისით მოგყვებათ. 2. სათვალე-კამერა პორტატული კამერა დამონტაჟებულია სათვალეში, საკმარისია მხოლოდ თვალის ჩაპაჭუნება. ფოტოაპარატი მუდამ თქვენს ხელთაა, ხელები კი თავისუფალი გაქვთ. 3. ზურგჩანთა - მოპარვისგან დაცვის მექანიზმით ზურგჩანთა ისეა აგებული, რომ ყველა განყოფილება დაფარულია საფარით, რომლის გაღებაც შეუძლებელია სანამ ის თქვენს ზურგზეა მოკიდებული. 4. ზურგის საპარსი საპარსი გამოგონილია მათთვის, ვისი ზურგიც თმითაა დაფარული. 5. დასაკეცი ბოთლი სპირალური ფორმის წყალობით, ბოთლი შეგიძლიათ დაკეცოთ, რაც გაანთავისუფლებს ადგილს თქვენს ზურგჩანთაში. 6. სკანერი ნაგვისთვის ეს გაჯეტი კითხულობს ყველა შტრიხ-კოდს, იმ შეფუთვაზე, რასაც აგდებთ ნაგვის ურნაში და ავტომატურად ადგენს თქვენი შენაძენების სიას . 7. კბილის ჯაგრისი კამერით ჯაგრისზე დამაგრებული კამერა ახდენს პირდაპირ ტრანსლირებას თქვენს სმარტფონში, რაც საშუალებას იძლევა უკეთ დაინახოთ მიუდგომელი ადგილები პირის ღრუში. 8. მკერდის სახვევი სახვევი იმაგრებს მკერდს ვარჯიშის დროს, რაც ბევრი გოგოსთვის დისკომფორტს წარმოადგენს. 9.ელექტრონული მებაღე გაჯეტი იმართება სმარტფონის მეშვეობით. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენი საყვარელი მცენარის შესახებ. საჭიროებს თუ არა მორწყვას, გადარგვას და ა.შ. 10. ხელსამაგრები წყალისთვის ეს ეძღვნება აქტიური დასვენების მოყვარულებს. ხელზე დამაგრებული სპეციალური ქსოვილის წყალობით წყალი არ თბება. 11. ქალების ჭიქა (მოსაშარდავი) ეს არ არის ხუმრობა. ქალს მისცე შესაძლებლობა ფეხზე მდგომი გაუმკლავდეს ამ გამოწვევას - ეს უკვე შესაძლებელია. 12. ონკანზე დასამაგრებელი ხელსაწყო მისი წყალობით, ძალიან მოსახერხებელია ჩაიგუბოთ პირში წყალი ონკანიდან. 13. ავეჯი - კონსტრუქტორი აქ მხოლოდ თქვენს ფანტაზიას შეუძლია შეგზღუდოთ. 14. უსაფრთხო ყურსაწმენდი ეს არის ძალიან მოსახერხებელი და უსაფრთხო ნივთი თქვენთვის და თქვენს ირგვლივ მყოფთათვის. 15. კომპლექტი ნამცხვრის დასაჭრელად სპეციალურად ტკბილეულის მოყვარულთათვის. თქვენ შეგიძლიათ დაჭრათ საყვარელი ნამცხვარი სასურველ ნაჭრებად. ეს სია შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. ამ პროცესს სიზარმაცე აჩქარებს... 213 6-ს მოსწონს
|