საზოგადოება "საზოგადოება 20/30": მოვუწოდებთ მედია საშუალებებს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან 2017, 2 ოქტომბერი, 13:21 "საზოგადოება20/30" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მედია საშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან. "29 სექტემბერს, „საზოგადოება 20/30“-მა გაავრცელა შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ. კერძოდ, ისინი „საზოგადოება 20/30“-ის ამ შეფასებას წარმოადგენდნენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ „საზოგადოება 20/30“ წარმოადგენს სამოქალაქო-საზოგადოებრივ მოძრობას, სადაც გაერთიანებულები არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წლის 9 ივნისს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული საინიციატივო ჯგუფის საქმიანობაში და არც გავრცელებული შეფასება წარმოადგენს მის მოსაზრებას. მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და თავი შეიკავონ დეზინფრომაციის გავრცელებისაგან."-ნათქვამია განცხადებაში. 8 შეფასება არ არის
|