პოეზია დააკოპირე და ჩასვი 2017, 2 ოქტომბერი, 10:52 დილა გათენდება ხვალაც. მზის კოცნას ნიკაპთან იგრძნობ, შენ ისევ სახეს მალავ არ მოგწონს ეს ფლირტი თითქოს... ფეხშიშველი აივანზე, ყავა .. ჩაიღვრება სხეულში სითბო. ეს დილაც თავის გზით წავა შენგან ხომ არაფერს ითხოვს.
დღესაც დეჟავიუს განცდა მრავალჯერ ნანახი თემის ისე მსახიობობ მართლაც თითქოს მფლობელი ხარ "ემი"-ს.
შენ მაინც "რაღაცას" ელი სიახლეს და არა განცდილს. ეს დღეც რუტინაა ძველი, დააკოპირე და ჩასვი.
41 12-ს მოსწონს
|