პოეზია დააკოპირე და ჩასვი 2017, 2 ოქტომბერი, 10:52 ![]() დილა გათენდება ხვალაც. მზის კოცნას ნიკაპთან იგრძნობ, შენ ისევ სახეს მალავ არ მოგწონს ეს ფლირტი თითქოს... ![]() ფეხშიშველი აივანზე, ყავა .. ჩაიღვრება სხეულში სითბო. ეს დილაც თავის გზით წავა შენგან ხომ არაფერს ითხოვს.
![]() დღესაც დეჟავიუს განცდა მრავალჯერ ნანახი თემის ისე მსახიობობ მართლაც თითქოს მფლობელი ხარ "ემი"-ს. ![]()
შენ მაინც "რაღაცას" ელი სიახლეს და არა განცდილს. ეს დღეც რუტინაა ძველი, დააკოპირე და ჩასვი.
![]() 41 12-ს მოსწონს
|