x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ნაკლებად ცნობილი ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან
image

1945 წლის 6 აგვისტოს, როდესაც ჰეროსიმაში ატომური ბომბი ჩააგდეს, ქალაქის გარეუბანში, ტურნირი ტარდებოდა გო-ში (იაპონიაში ისეთივე პოპულარული თამაშია, როგორც ჩვენთან ჭადრაკი). ბომბის აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ დარბაზის ფანჯრები ჩაამსხვრია და ქვები მი-მოფანტა. მოთამაშეებმა მათი მდებარეობა აღადგინეს და დაწყებული პარტიები ბოლომდე მიიყვანეს.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


ორივე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელები რადიოოპერატორებად სხვადასხვა ტომის ინდიელებს იყენებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გერმანელების ან იაპონელების ხელში აღმოჩნდებოდა, ისინი მის დეშიფრირებას ვერ შეძლებდნე.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


ორივე მსოფლიო ომის დროს, კატებს ჰაერის ცოცხალ დეტექტორებად იყენებდნენ: კატები სანგრებში ჰყავდათ, რომ მათ მეომრები მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში გაეფრთხილებნათ და კატის გარეშე, წყალქვეშა ნავი ოპერაციაზე არ მიდიოდა.

ჰაერის შემადგენლობაში ჟანგბადის დეფიციტის ან მავნე აირის შემჩნევის შემთხვევაში, ეს ცხოველები ადგილიდან გაქცევას ცდილობენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახურულ სივრცეში იმყოფებიან.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


სამამულო ომის დროს, არცერთი ყუმბარა არ მოხვედრია ისააკის ტაძარს. სავარაუდოდ, მას გერმანელები იმიტომ არ ეხებოდნენ, რომ მის თაღს, ლენინგრადის დაცხრილვის დროს, ორიენტირად იყენებდნენ.



Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


ჰიტლერის არმიაში რამდენიმე ქვეგანაყოფი აზიელებით იყო დაკომპლექტებული. ყველაზე ეკზოტიკური მათ შორის, «თავისუფალი ინდოეთის» ლეგიონი იყო.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


1945 წლის 6 აგვისტოს იაპონელი ინჟინერი ცუტომუ იამაგუტი ჰეროსიმაში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქში ატომური ბომბის აფეთქება მოხდა. მან ღამე თავშესაფარში გაატარა და მეორე დღეს სახლში, ქ. ნაგასაკში დაბრუნდა და 9 აგვისტოს, ის მეორედ გახდა ატომური დაბომბვის მსხვერპლი.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


II მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ ნიდერლანდების ოკუპაციის შემდეგ, ქვეყნის სამეფო ოჯახი კანადაში იყო ევაკუირებული. იქ ტახტის მემკვიდრეს, პრინცესა იულიანას III ქალიშვილი, მარგარიტი შეეძინა. სამშობიარო პალატაში, რომელშიც გოგონა დაიბადა, კანადის ხელისუფლებამ, კანადის იურისდიქცია გააუქმა, რომ მომავალში, პრინცესას პრობლემები არ შექმნოდა, სამეფო ტახტის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით (ნიდერლანდების კანონის მიხედვით, უცხოეთში დაბადებული ადამიანი ვერ იქნებოდა სამეფო ტახტის მემკვიდრე). მადლიერების ნიშნად, მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა, ნიდერლანდებიდან კანადაში, ყოველწლიურად 1 000 ტიტა იგზავნება. ხოლო ოტავაში, ამ დღესთან დაკავშირებით, ტიტების ფესტივალი იმართება.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


ომის დამთავრების შემდეგ, საომარი მოქმედებების ზონაში უამრავი ნაღმი დარჩა. ტერიტორიის გაწმენდაში, გამნაღმველებს გაწვრთნილი ძაღლებიც ეხმარებოდნენ. ერთი მათგანი, სახელად ჯულბასი, გამარჯვების აღლუმამდე (1945 წ. 24 ივნისი) ცოტა ხნით ადრე დაიჭრა და სკოლის სხვა ძაღლებთან ერთად, ვერ შეძლებდა წითელ მოედანზე გავლას. ამის შესახებ სტალინმა გაიგო. მან ბრძანება გასცა, რომ ძაღლი მის კიტელზე დაეწვინათ და წითელ მოედანზე ისე ჩაეტარებინათ.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


1944 წელს, იაპონიის არმიის უმცროი ლეიტენანტი, ონადა ჰირო რაზმის ხელმძღვანელად დანიშნეს და ფილიპინების კ. ლუბანგზე გაგზავნეს პარტიზანული ომის საწარმოებლად. მან ბრძოლებშ ყველა ჯარისკაცი დაკარგა, თავად გადარჩა და ჯუნგლებს შეაფარა თავი. 1974 წელს ონოდა ჰირო იმავე კუნძულზე იპოვეს და როგორც გაირკვა, ის ისევ პარტიზანულ ომს აგრძელებდა. კუნძულზე ჩასვლის დღიდან, მას უკვე 30 ფილიპინელი ჰყავდა მოკლული და იქამდე არ დაიჯერა ომის დამთავრების ამბავი, ვიდრე მისი ხელმძღვანელი პირადად არ ჩავიდა და დანებება არ უბრძანა. მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა ლეიტენანტმა იაპონიის დამარცხება და ჯუნგლები დატოვა.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


ფრანგი მომღერალი ედიტ პიაფი, ოკუპაციის პერიოდში, სამხედრო ტყვეთა ბანაკებში ატარებდა კონცერტებს. კონცერტის შემდეგ, ის სამახსოვრო სურათებს იღებდა, როგორც ტყვეებთან, ისე გერმანელ ოფიცრებთან. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, პარიზში, მომღერლის მიერ ჩატანილი სურათებიდან სახეებს ჭრიდნენ და ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ. პიაფი ბანაკში განმეორებით ჩადიოდა, ისევ კონცერტის ჩასატარებლად და პასპორტები ფარულად ჩაჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ ტყვე გაქცევას მოახერხებდა, ეს საბუთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას იძენდა.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


გერმანულ ბომბდამშენ Junkers Ju.87 ჩვეულებრივი ბომბების გარდა, სპეციალური სირენითაც იყო აღჭურვილი, რომელიც პიკირებისას, საშინელ ხმას გამოსცემდა და მტერს პანიკაში აგდებდა. ეს ფაქტიურად, იმ დროის, ფსიქოლოგიური იარაღი იყო.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


რასობრივი დაყოფა აშშ-ს არმიაში მხოლოდ 1948 წელს გააუქმეს. მანამდე, სამხედრო დაწესებულებებში, ტუალეტეიბი თეთრებისთვის და ფერადკანიანებისთვის ცალ-ცალკე იყო. რასობრივი დიდკრიმინაციის პერიოდში აშენდა პენტაგონიც (1942 წ.). ამიტომ, ამ შენობაში, ტუალეტების საერთო რაოდენობა, საჭიროზე 2-ჯერ მეტია.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост

image

imageდიდ სამამულო ომში მონაწილეობა მიიღო წითელარმიელმა სემიონ კონსტანტინეს ძე ჰოტლერმა, რომელიც რუსი ებრაელი იყო. არსებობს დოკუმენტი, რომლის თანახმად, გერმანელებთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, აღნიშნული პიროვნება მედლით – «სამხედრო დამსახურებისთვის» დააჯილდოვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში გვარი ჩასწორებულია. უცნობია, გვარი მართლა შეცდომით ეწერა, თუ სპეციალურად ჩაასწორეს, რომ მისი გვარი ფიურერის გვარს არ დამთხვეოდა.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


ბანქოს მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კომპანია Bicycle, II მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს ხელისუფლების დაკვეთით, კარტის სპეციალურ დასტებს აწარმოებდა, რომლებიც ამერიკელ ტყვეებს ეგზავნებოდათ გერმანიის ციხეებში. ბანქოს დასველების შემთხვევაში, მას ზედა ფენა სძვრებოდა და ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტი ჩნდებოდა, რომელზეც ციხიდან გაქცევის მარშრუტი იყო დატანილი.


image

imageდიდი სამამულო ომის დროს, საბჭოთა ჯარის შემადგენლობაში 28-ე სარეზერვო არმია იყო, რომლშიც ქვემეხების გადასატანად, ავტომობილების და ცხენების დეფიციტის გამო, აქლემებს იყენებდნენ. ეს არმია ასტრახანში შეიქმნა, სტალინგრადთან ბრძოლების დროს. 350 ცხოველიდან, უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაიღუპა, ხოლო გადარჩენი მეურნეობებში და ზოოპარკებში გაამწესეს. ორი აქლემი იაშა და მაშა, ჯარისკაცებთან ერთად, ბერლინამდეც კი ჩავიდნენ.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


1943 წლის აპრილში, ესპანეთის სანაპიროზე, დიდი ბრიტანეთის საზღვაო ქვეითის მაიორის ფორმაში ჩაცმული ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც მაჯაზე ხელბორკილით ჩემოდანი ჰქონდა მიბმული. მასში საიდუმლო დოკუმენტები იყო, საბერძნეთში მოკავშირეების შეჭრის გეგმების შესახებ. რადგან ესპანეთში გერმანიის უამრავი ჯაშუში იყო, დოკუმენტები მალევე აღმოჩნდა ჰიტლერის ხელში. ხოლო მან, საბერძნეთის და სარდინიის თავდაცვის გამაგრების განკარგულება გასცა, მიუხედავად მუსოლინის თხოვნისა, სიცილიის დაცვის გაძლიერების თაობაზე. როგორც მუსოლინი ვარაუდობდა, მოკავშირეები სწორედ სიცილიაზე გადასხდნენ და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დაიკავეს კუნძული. შემდეგში გაირკვა, რომ ინგლისურმა დაზვერვამ ოპერაცია ჩაატარა, კოდური სახელით «ხორცის შარფი» და სანაპიროზე ნაპოვნი გვამიც, სწორედ ამ ოპერაციის ნაწილი იყო. ინგლისელებმა ფორმა მაწანწალას ჩააცვეს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და წყალქვეშა ნავით მიიტანეს ის ესპანეთის სანაპიროსთან.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост


II მსოფლიო ომის ბოლოს, აშშ-ში ყუმბარა BEANO T-13 hand grenade შექმნეს, რომელიც ფორმით, ზომით და წონით, თითქმის ისეთივე იყო, როგორიც ბეისბოლის ბურთი. რადგან ყველა ამერიკელი ჯარისკაცი, ბავშვობაში ბეისბოლს თამაშობდა, მისი გამომგონებლები ვარაუდობდნენ, რომ ისინი სპეციალური ვარჯიშის გარეშე, ყუმბარის მოხმარებას ადვილად შეძლებდნენ. ეს ყუმბარები ნორმანდიის ბრძოლაში გამოიყენეს. ხოლო, ომის დამთავრების შემდეგ, დარჩენილი მარაგი გაანადგურეს. მხოლოდ რამდენიმეა ცალია შემორჩენილი და სამხედრო რარიტეტების სიაშია შეტანილი.


Факты про вторую мировую войну вторая мировая война,  факты,  длиннопост

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageცხოვრება «მგლების ხროვაში»

«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

სტალინი ცხოვრების, თავისუფლებისა და განათლების შესახებ

სტალინის გარდაცვალება (მკვლელობა თუ ბუნებრივი სიკვდილი?)


0
1814
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1814
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0