ქალის გარეგნობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თმას. უმეტესობას მოგვწონს ვარცხნილობები, რომლებიც გრძელ თმას ძალიან უხდება . ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ თმა დიდი ხნის მანძილზე არ გეზრდებათ, ან შეუმჩნეველია მისი სიგრძეში მატება. ამის მიზეზი ნამდვილად არსებობს. სასურველია გაეცნოთ პრობლემებს, რომლებიც იწვევენ თმის ზრდის შეფერხებას და აღმოფხვრათ ისინი რამდენადაც შესაძლებელია.ერთი სიგრძის თმა
ზოგიერთი ქალი მაქსიმალურად ცდილობს არ მოაკლოს თმას არცერთი სანტიმეტრიამის მიუხედავად ისინი არ იზრდება. ამიტომ, პირველ რიგში შეცვალეთ
დამოკიდებულება - მოიჭერით თმის ბოლოები თვეში ერთხელ.
შემდეგ შეცვალეთ მოვლის ხერხი.გამოიყენეთ ნიღაბი და სხვა საშუალებები,
რომლებსაც თმა ჯერ არ იცნობს.
გენეტიკა
თმის სიგრძე განისაზღვრება გენით. სწორედ მასზეა დამოკიდებული ზრდის
ტემპი, რომელიც 2-დან 6 წლამდე მერყეობს. თმას აქვს როგორც ზრდის ასევე დასვენების ეტაპები. საშუალოდ თმა თვეში 1, 5 სმ-ს იზრდება.
ასაკი
ხანდაზმულობას ახლავს უამრავი პრობლემა და ცვლილებები. წლების ფაქტორი, თუ თმის ქიმიური შეღებვა თავის კვალს ტოვებს თმაზე. ისინი სუსტდება და
ზრდის ტემპიც შენელებულია.
თმის მტვრევა
თმის დაყოფა და მტვრევა ერთერთი მიზეზიაიმისა, რომ ის არ გეზრდებათ.
ამ ყველაფერს კი იწვევს თმის ქიმიური დამუშავება, გაღიავება, დასწორება,
გაშრობა და ა.შ
ჯანმრთელობის პრობლემები
ალერგიის, დერმატიტის ან ჰორმონალური დარღვევების დროს მიმართეთ ექიმს. ესერთ-ერთი მთავარი ფაქტორია თმის ზრდის შეჩერების.
დიეტა
კვებისა და ვიტამინების დეფიციტი საგრძნობლად მოქმედებს თმაზე.
მნიშვნელოვანია ორგანიზმში შევინარჩუნოთ ფერიტინის, ტუთიის, ვიტამინ
B12 -ის საჭირო რაოდენობა .
წყარო:http://zdorovie.com