სხვა ტოპ 10 ცნობილი სელებრითი,რომლებიც რასიზმში დაადანაშაულეს!! 2017, 28 სექტემბერი, 19:09 რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება, დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა.
სტატია კი ეხება ტოპ 10 ცნობილ პიროვნებებს, რომლებსაც რასიზმში დასდეს ბრალი.
#10 მელ გიბსონი - ცნობილი ფაქტია, რომ ის გამოირჩევა რასისტული გამონათქვამებით, ებრაელების მიმართ. მის ფილმში ( ქრისტეს ვნებანი) ეს კარგად გამოჩნდა, სადაც ებრაელები უარყოფითად წარმოაჩინა. არსებობს ვიდეო ჩანაწერები სადაც ის ლათინო ამერიკელების მიმართ რასიზმს ავლენს. რასაკვირველია ვიდეო ჩანაწერს იხილავთ სტატიაში.# 9 შაკილ ო ნილი - ამერიკელი კალათბურთელი, ყოფილი რეპერი და ანალიტიკოსი NBA-ს ტელევიზიაში.
2003 წელს ცნობილი კალათბურთელი აღმოჩნდა ძალიან არასასიამოვნო სიტოაციაში, როდესაც მან შეურაწყოფა მიაყენა თავის კოლეგას იაო მინგს.
ის ცდილობდა, რომ დაემტკიცებინა, რომ მისი ხუმრობა არ იყო რასისტული ფორმის, მაგრამ საზოგადოებამ შაკილის სიტყვები რასიზმს დაუკავირა, ამიტომ შაკილს ბოდიშის მოხდა მოუწია. #8 ჩარლი შინი - ამერიკელი მსახიობი, რომელიც გარდა კინოკარიერისა, ცნობილია გახმაურებული სკანდალების, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარების გამო. 2015 წლის მარტის თვეში მან განაცხადა, რომ ბარაკ ობამ ესწრება სტუდენტური სპორტის ნაციონალურ ასოციაციას, და არ დაესწრო ახალგაზრდა ჯარისკაცების დაკრძალვას.მან პრეზიდენტს მიაყენა შეურაწყოფა და მის წარმომავლობას გაუსვა ხაზი. #7 კვენტინ ტარანტინო - ამერიკელი კინო რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. კინო ფილმის "ჯანგო გათავისუფლებულის" ეკრანიზაციის, შემდეგ ფერადკანიანმა მსახიობმა და რეჟისორმა სპაიკ ლიმ კვენტინ ტარანტინოს რასიზმში დასდო ბრალი. მან თქვა, რომ ამერიკაში აკრძალული სიტყვა (ზა*გი) 110 ჯერ გვხვდება ფილმში და საშუალოდ ყოველ ნახევარ წუთში მეორდება. კვენტინმა ამ ბრალდებას კი იუმორით უპასუხა. #6 პერის ჰილტონი - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერის ავტორი, ფოტომოდელი და დიზაინერი. ჯერ კიდებ ახალგაზრდობაში მან განაცხადა, რომ ის არ აპირებს შეხვდეს ფერადკანიან ბიჭებს, მან თქვა, რომ 100 დან 1% შანსი, რომ მან შეხვდეს ფერადკანიან მამაკაცს. მისი თქმით ფერადკანიან მამაკაცზე შეხებაც კი საზიზღრობაა. #5 ბრიჟიტ ან-მარი ბარდო - ფრანგი მსახიობი, ყოფილი მოდელი, მომღერალი და ცხოველთა უფლებების დამცველი. ფრანგ მსახიობს არამარტო ადანაშაულებდნენ რასიზმში, არამედ ის დააჯარიმეს კიდეც 5 000 ევროთი. 2 მა უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ მას სასამართლოში უჩივლა მისი წიგნის " ყვირილი სიჩუმეშის" გამოსვლის, შემდეგ. ფილმში ის საუბრობს თანამედროვე საფრანგეთის სიტოაციაზე, რომელსაც ისლამიზაცია ემუქრება. სასამართლოში მსახიობმა განაცხადა, რომ არავის წყენინება უნდოდა. #4 ალეკ ბოლდვინი - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი და კომიკოსი. ამერიკელი მახიობი, რომელიც ცნობილია უხეში მოპყრობით ჟურნალისტების მიმართ. 2016 წლის თებერვალში ის თავის ძაღლთან ერთად სეირნობდა, როდესაც მას ორი პაპარაცი მიუახლოვდა, მას ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა თავისი ცოლის სასამართლოზე? ალეკს შეკითხვა არ მოეწონაა, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია, მან ჟურნალისტ ქალს ხელით შეეხო და მალე სიკვდილი უსურვა, შავკანიან ჟურნალისტს კი 'ზანგი" უწოდა. რა თქმა უნდა, უჩივლეს ალეკმა კი გადაწყვიტა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. მან განაცხადა, რომ იცავდა თავის ოჯახს. #3 ქეთი პერი - მომღერალი, სიმღერის ავტორი და მსახიობი. American Music Awards 2013 წარუმატებელი გამოსვლის, შემდეგ სადაც ის ასრულებდა თავის ჰიტს Unconditionally. ფანების გარკვეულ ნაწილს მისი გამოსვლა არ მოეწონა, მიზეზი კი ეს ფოტო გახდა. ფანებს შორის არაერთი აზიელი იყო, რომლებმაც თავი შეურაწყოფილად იგრძნეს, ფანების აზრით ქეთი არ სცემდა პატივს იაპონიურ კულტურას, თვითონ მსახიობი კი გაოცდა და განაცხადა, რომ არაფერს ერჩის იაპონიას და აფასებს მათ კულტურას. #2 რობერტ დენირო- ამერიკის კინოაკადემიის ოქროს მფლობელი, კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. უადგილო ხუმრობის გამო ის რასიზმში დაადანაშაულეს. 2012 წლის ზაფხულში ის დაესწრო ღონისძიებას ერთ-ერთ ნიუ იორკის რესტორანში, რომლის ორგანიზატორი მიშელ ობამა იყო . მან გადაწყვიტა, რომ სახალხოდ ეხუმრა, განაცხადა, რომ : თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა თეთრკანიანი პირველი ლედი ჰყავდეს? ზალიდან ხმა : არა მან კი დაამატა, " ძალიან ადრე ხომ არა არის?". მიშელ ობამამ ამ განცხადებას დაუშველები უწოდა. დენირომ კი განაცხადა, რომ არაფისი წყენინება უნდოდა თავისი კომენტარით. #1 მადონა - მომღერალმა თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა თავისი ვაჟის ფოტო რომელსაც შემდეგი აღწერა გაუკეთა : ნოკაუტში ჩააგდე "ზა*გი" მან მალევე წაშალა ფოტო, მაგრამ ფანებმა ისს რასიზმში დაადანაშაულეს, რაზეც ბოდიშის მოხდა მოუწია. 105 3-ს მოსწონს
|