მხატვრობა 18 წლის ბელგიელ გოგოს შემთხვევით 56 ვარსკვლავი დაახატეს 2012, 16 ივნისი, 23:11 18 წლის გოგონას სახეზე 56 ვარსკვლავი დაახატეს, ბრიუსელის ერთ ერთ სალონში, როდესაც გოგონას სულ სამი ცალი ვარსკვლავის დახატვა უნდოდა.გოგონას მამა ისე იყო აღშფოთებული, რომ იმ წუთსვე მიმართა პოლიციას.ამავე დროს სალონის მეპატრონე აცხადეს რომ, მან ის გააკეთა რაც დაავალეს_ აცხადებს ბრიტანული გაზეთი "the telegraph"."კატრინ ვლამინკი" აცხადებს, რომ მას სამი ვარსკვლავის დახატვა უნდოდა მარცხენა თვალთან რამეთუ ეს მამის საჩუქარი იყო.გოგონას ტატუს გაკეთება ოჯახური ტრადიცის გულისთვის უნდოდა მათ ოჯახში ყველას სამი ვარსკვლავი აქვთ თვალთან ახლოს."მამას ტატუს საფასურის გადახდა უნდოდა, რადგან ასეთი ტატუს გაკეთება ჩვენ ოჯახში ტრადიცის დონეზეა"განაცხადა გოგონამ.თავად პროცესის დროს მამა არ იმყოფებოდა სალონში, ის ქუჩაში იყო. თავად გოგონას კი სკამზე ჩაეძინა."როდესაც მან ხატვა დაიწყო ჩემს სახეზე მე ტკივილს ვერ ვგრძნობდი და ჩამეძინა, მხოლოდ მაშინ გამეღვიძა როცა მან ტატუს გაკეთება ცხვირზე დამიწყო, და ვნახე რაც გამიკეთა.მე 56 ვარსკვლავი დავითვალე ჩემს სახეზე".თქვა მან, "მე არ შემილია ქუჩაში ასე გავიდე შოკში ვარ ეს საშინელებაა, საშინლად გამოვიყურები".კატრინ ვლამინკი და მისი ოჯახის წევრები ზარალის ოდენობად დაახლოებით $15 000 დოლარამდე აფასებენ.ეს ფული ლაზერულ ოპერაციას სჭირდება რომ გოგონამ მოიშოროს ტატუ.ხოლო თავად სალონის მეპატრონე "რუსლან ტუმანიანცი" უარყოფს ყველა ბრალდებას და ითხოვს 50 ევროს ჩატარებული საქმისათვის, "მან მთელი ეს პროცესი გამოტოვა იმიტომ, რომ ეძინა, მე არ დამიგიპნოზებია და არანაირი დოპინგი არ მიმიცია, როგორც ის იძახის, ის თანახმა იყო იმაზე, რასაც ვაკეთებდი, თან არ შემიძლია ასე უბრალოდ დამეხატა მის სახეზე ვარსკვლავები ამდენი რაოდენობით რომ არ ყოფილიყო მისი თანხმობა".აცხადებს სალონის მეპატრონე. იმფორმაცია მოპოვებულია საიტ www.internovosti.ru_ზე 3357 12-ს მოსწონს 1-ს არა
|