აშშ-ს პრეზიდენტმა ვაშინგტონში რესტორანი ისე დატოვა რომ სადილის ფული 55 დოლარი არ გადაიხადა. ეს ინციდენტი 13 ივნისს მოხდა, როცა სახელმწიფოს მეთაურმა დაწესებულებაში ოთხ ადამიანთან ერთად ისადილა.რესტორნის მეპატრონე ხმაურს მოერიდა და თეთრი სახლის ადმინისტრაციას გაუგებრობის შესახებ თავაზიანად მიმართა. ობამას დაუდევრობა სამუშაო დღის დამთავრებამდე მოაგვარეს.