x
image
Maia kordzadze
5 ყველაზე ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელიც განსაკუთრებით უყვართ რუსეთში
საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულ ფილმებს იღებდნენ, სიღმისეულს, გამაოგნებელს და ძალიან მგრძნობიარეს.

“პრომმა'' გაიხსენა განსაცვიფრებელი ქართველი მსახიობები, რომლებიც განსაკუთრებით უყვართ რუსეთში.


სოფიკო ჭიაურელი


image



მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა - თავის ცხოვრებაში, თეატრსა და კინოში, ასზე მეტი როლი ითამაშა. სოფიკო დაიბადა რეჟისორის მიხეილ ჭიაურელის ოჯახში, რომლის ფილმები სტალინს ძალიან უყვარდა.


მისი დედა დიდი ქართველი თეატრის მსახიობი- ვერიკო ანჯაფარიძე იყო. VGIK- ში სწავლისას, სოფიკო დაქორწინდა რეჟისორ- გიორგი შენგელაიაზე. მსახიობის მსახიობური ნიჭი იმდენად მრავალმხრივი იყო, რომ მეგობრები და კოლეგები მას “ცისარტყელას'' უძახდნენ.

თავის მეორე მეუღლე-კოტე მახარაძესთან, ცნობილ ქართველ მსახიობ და სპორტულ კომენტატორთან ერთად, ჭიაურელმა თბილისში თეატრში დააარსა, რომელსაც დედამისის საპატივცემულოდ “ვერიკო'' დარქვა.


2000-იანი წლების დასაწყისში იგი გახდა ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2007 წელს მსახიობს საშინელი ფატალური დიაგნოზი დაუსვეს. ის სერიოზულ ავადმყოფობას წელიწადი ებრძოდა.


ჭიაურელი 2008 წელს გარდაიცვალა. სოფიკო არაერთხელ ამბობდა, რომ რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს არა მარტო მეგობრობა და მეზობლობა, არამედ, სიყვარულის დიდი გრძნობა.



ია ნინიძე


image


ლეონიდ კვინიხიძის მუსიკალური კომედია-“ციური მერცხლების'', ვარსკვლავი დაიბადა თბილისში, 1960 წელს. ახალგაზრდამ თავისი დებიუტი 1968 წელს გიორგი დანელიას ფილმ- "არ დაიდარდოში" გააკეთა.


პირველად ნინიძე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული იყო ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის ვაჟი და რეჟისორი-ნიკო შენგელაია. შემდეგ კიდევ ორი ქორწინება იყო. ერთ დღეს, იას ცოლიანი მამაკაცი- ლადო შეუყვარდა, რომელიც მისი ტალანტის გულშემატკივარი იყო. ლადოს სერიოზული ავადმყოფობა შეხვდა და თავის ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.


აშკარა მიზეზების გამო, ია გვერდით არ ახლდა. შეყვარებულის გარდაცვალების ამბავმა მსახიობზე ძალიან იმოქმედა. მან თავის მოკვლაც კი სცადა, ფანჯრიდან გადახტომით. მაგრამ ბავშვებმა შეაჩერეს იგი. მას შემდეგ ნინიძე მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის დღემდე ცხოვრობს.



ლეილა აბაშიძე



image


აბაშიძე მრავალფეროვანი მსახიობია. ის ეკრანზე ორნაირ: კომედიურ და დრამატულ როლს თამაშობდა. მსახიობმა პირველი როლი ითამაშა ფილმში, როდესაც ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. მისი მშობლები სტალინური რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ.


რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლეილა სტუდიაში "ქართულ-კინოში" მუშაობდა. სრული დიდება სიკო დოლიძის ფილმმა -"ჭრიჭინამ " მოუტანა. ეს ფილმი 1954 წელს გამოვიდა.


მზრუნველი გოგონა- მარინეს როლი, რომელიც ბევრს უყვარს, მსახიობის სავიზიტო ბარათი გახდა. ახლა ლეილა მიხეილის ასული, 86 წლისაა. აბაშიძე აგრეთვე ცნობილია, როგორც სცენარისტი და რეჟისორი.


ლიკა ქავჟარაძე


image



მსახიობი ქავჟარაძე დაიბადა 1959 წელს საქართველოს დედაქალაქში. ლიკამ თითქმის 30 ფილმში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმი, რეჟისორ- თენგიზ აბულაძის ნამუშევარია -"ნატვრის ხე". ფილმი გადაიღეს 1977 წელს.


რეჟისორმა თავისი ფილმი იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომლებიც ოცნებებით ცხოვრობენ. დამდგმელმა რეჟისორმა მოახერხა მეტაფორულ სტილში მოექცია რევოლუციამდელი ქართული სოფლების ცხოვრების კონკრეტული დეტალები.

ქავჟარაძემ ზუსტად და ნიჭიერად ითამაშა მთავარი გმირის-მარიტას როლი. ლიკა კავჟარაძის შემოქმედებას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მას ყველაზე ლამაზი ქართველ მსახიობად იცნობენ. აუდიტორიას უყვარდა ლიკას საოცარი ხიბლი და საოცარი ღიმილი. ცნობილია, რომ ამჟამად მსახიობი მუშაობს ქართულ ტელევიზიაში.



თინათინ დალაქიშვილი


image


ქართველი მსახიობი- თინათინ დალაქიშვილი დაიბადა 1991 წელს. ის ცნობილია როლებში: "სიყვარულის აქცენტით", რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი და "ვარსკვლავი"- რეჟისორი ანა მელიკიანი.


ფირზე "ვარსკვლავი" დალაქიშვილმა მთავარი როლი შეასრულა. მან ითამაშა ახალგაზრდა მსახიობის როლი, რომელიც ოცნებობს დიდებაზე და ყველაფერს აკეთებს, რომ ცნობილი გახდეს.


დალაქიშვილი განათლებით ლანდშაფტის დიზაინერია. ფილმში იგი სრულიად შემთხვევით მოვიდა. სამოდელო გარეგნობის გოგონას, თავის კარიერის დასაწყისში სარეკლამო რგოლში გადაღება შესთავაზეს.


სატელევიზიო ეთერში მისი მონაწილეობით რეკლამის გათავისუფლების შემდეგ, თინათინი რეჟისორებმა შენიშნეს და შესთავაზეს კინო გადაღებაზე მოესინჯა . მსახიობი თავად აცხადებს, რომ იგი არ ფიქრობს კინოს კარიერაზე, მაგრამ მას სურს, რომ ითამაშოს ნეგატიური როლი. თინათინ დალაქიშვილმა თბილისში რესტორანი გახსნა და დროდადრო მიდის, როგორც მიმტანი.






0
2096
13-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
2096
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0